საჯარო სამართლის იურიდიული პირი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი
ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი
საინვესტიციო წინადადებები
საქართველოს გეოლოგიური საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნა
ხელოვნური ნიადაგის (სუბსტრატის) წარმოება სათბურებში და ღია გრუნტებში გამოსაყენებლად
წინადადების დასაბუთება:
|
აღმოსავლეთ საქართველოში
დიდი ფართობები დაკავებულია მწირი ბიცობიანი ნიადაგით, ხრიოკი მიწებით, რაც
ვერ უზრუნველყოფს სასოფლო კულტურების ნორმალურ მოსავლიანობას. უარესი
მდგომარეობაა არაბეთის ქვეყნებში, ისრაელში, სადაც ნიადაგი თითქმის 80%-ით
წარმოდგენილია უდაბნოთი და ნახევრად უდაბნოთი.
|
წინადადების დახასიათება:
|
საქართველოს სამრეწველო
საბადოს ათამდე არატრადიციული ბუნებრივი მინერალური კომპონენტის
გამოყენებით შექმნილია და საქართველოში დაპატენტებულია ხელოვნური ნიადაგი
(სუბსტრატი), რომელიც მთლიანად ცვლის ბუნებრივ ნიადაგს და უზრუნველყოფს
როგორც სათბურების, ასევე ღია გრუნტის პირობებში ბოსტნეულის, ხილის,
ყურძნის, კენკროვანი კულტურების და ყვავილების მოსავლიანობის მკვეთრად
გაზრდას, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას.
|
წინადადების
რეალიზაცია:
|
როგორც ცალკეული
კომპონენტების (სასუქი), ასევე მათი შერევის საფუძველზე მიღებული ხელოვნური
ნიადაგის (სუბსტრატის) წარმოება-რეალიზაცია შესაბამისი სერტიფიკატით და
პასპორტით (დანიშნულების და დოზირების მითითებით, ქიმიური შედგენილობის და
სხვა პარამეტრების ჩვენებით) შესაძლოა როგორც საქართველოში (ფერმერებს,
ცალკე გლეხებს), ასევე საზღვარგარეთ, მათ შორის არაბეთის ქვეყნებში და
ისრაელში.
|
საორიენტაციო
ღირებულება:
|
პროექტი ითვალისწინებს 2,0 მლნ.აშშ დოლარის ინვესტიციას. ამ თანხის ამოღების ვადა - 3 წელიწადია.
|
წინადადების ავტორი:
|
პატენტმფლობელი გეოლ.-მინერ.მეცნ.დოქტორი, პროფესორი გიორგი მაღალაშვილი. |