menu icon

საჯარო სამართლის იურიდიული პირი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი
ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი

საინვესტიციო წინადადებები

საქართველოს გეოლოგიური საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნა

საქართველოს ტერიტორიის გეოეკოლოგიური შეფასება (აუდიტი).

წინადადების
დახასიათება: 
საქართველოს ტერიტორიის ეკოლოგიური მდგომარეობა განისაზღვრება შემდეგი ფაქტორებით:
  1. ბუნებრივი რადიაციული ფონით, რომელიც გამოწვეულია  U, Th და K-ის არსებული ნუკლიდებით. 
  2. ტექნოგენური წარმოშობის რადიაციული ნუკლიდებით – ჩერნობილის ავარიის შედეგი.
  3. რადიაციული და გეოქიმიური დაბინძურებით დაკავშირებული საბჭოთა არმიის არსებობის პერიოდთან.
  4. ტექნოგენური წარმოშობის გეოქიმიური და ბიოგეოქიმიური დაბინძურებით დაკავშირებული ადგილობრივი სამთო და სამრეწველო ობიექტებთან.
წინადადების რეალიზაცია:    
საქართველოს მთელი ტერიტორიისათვის შედგენილი იქნება როგორც წვრილმასშტაბიანი (1:500 000), ასევე საშუალო და მსხვილმასშტაბიანი გეოეკოლოგიური რუკები რაზედაც აისახება დღევანდელი გეოეკოლოგიური მდგომარეობა. ასევე ცალკეული ეკოლოგიურად დაძაბული ტერიტორიებისათვის შედგება გეოეკოლოგიური პასპორტები და შემუშავებული იქნება მეთოდები ამ ტერიტორიების რეაბილიტაციისათვის
საორიენტაციო
ღირებულება:
 
 
შესრულებული იქნება მრავალმხრივი როგორც საველე,      ასევე ანალიტიკური სამუშაოები. მათი ღირებულება 300000 აშშ დოლარია
წინადადების ავტორი: 
 გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი მურმან კვინიკაძე