menu icon

საჯარო სამართლის იურიდიული პირი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი
ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი

მიმდინარე

საქართველოს მადანმატარებელი სისტემის (კეთილშობილი, ფერადი და იშვიათი მეტალების) ინფრასტრუქტურათა ჩამოყალიბების ფაქტორულ–სისტემური ანალიზი და ნედლეულის ბაზის გაფართოების მეცნიერული საფუძვლების სრულყოფა–კომპლექსირებით. ხელმძღვანელი: ვ. ბუაძე ფერად და კეთილშობილი ლითონებზე საბაზრო ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე საქართველოს ძირითად მადანმატარებელ რაიონებში დადგინდება მათი მოპოვების პერსპექტივები; კომპლექსური კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელი გახდება ამა თუ იმ რაიონის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება და მისი პერსპექტივების შეფასება. საველე სამუშაოები ტარდება ბოლნისის, კავკასიონის და აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის მადანმატარებელი სისტემების გავრცელების ზონებში; მოპოვებული მასალის ლაბორატორიული შესწავლის შემდეგ მოხდება მადნიანი უბნების კარტირება და პერსპექტიულ ობიექტებზე საინვესტიციო წინადადებების შემუშავება.
ადგილობრივი პერლიტისა და დიატომიტის დაყოფითი უნარიანობის შესწავლა ქრომატოგრაფიაში მათი მყარ სარჩულად გამოყენების მიზნით. ხელმძღვანელი: კ. ხაჩატურიანი. აირ-თხევადი ქრომატოგრაფიის მეთოდის ეფექტურობა განისაზღვრება მყარი სარჩულის ხარისხით. მის ნედლეულად ტრადიციულად დიატომიტს იყენებენ, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ დიატომიტის მაღალი ადსორბციული თვისებები გარკვეულწილად ნეგატიურ როლს თამაშობენ მეტოდის სიზუსტის მხრივ. მყარი სარჩულების ნედლეულად განიხილება საქარტველოსი არსებული ვულკანური ტუფები, რომლებიც, წინასწარი შეფსებით აკამაყოფილებენ ყველა მოთხოვნას.
მსუბუქი თბოსაიზოლაციო მასალების მიღების ტექნოლოგიის დამუშავება ადგილობრივი ბუნებრივი ნედლეულის საფუძველზე. ხელმძღვანელები: ე შაფაქიძე, ლ.გაბუნია.
ბოლნისის ტუფების გამოკვლევა სხვადასხვა სახის მჭიდა მასალებში მათი გამოყენების მიზნით. ხელმძღვანელი: ე.შაფაქიძე
ოქროს ფაზური ანალიზის მეთოდიკის დამუშავება. ხელმძღვანელი: გ. თოდრაძე
საქართველოს რეგიონების მინერალური (მათ შორის წყლის) რესურსების განლაგების სხვადასხვა მასშტაბის რუკების ელექტრონული ვერსიის შექმნა. ხელმძღვანელი: ა. სულაძე მინერალური რესურსების საბადოების გავრცელების თავისებურებებისა და მათი ეკონომიკური შეფასების მიზნით რუკების ელექტრონული ვერსიის შექმნა მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის შესაფასებლად. რუკებზე მოყვანილი იქნება ინფორმაცია როგორც ამა თუ იმ საბადოს ეკონომიკური პოტენციალის, ასევე გამოყენების სფეროების შესახებ, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკის სწორი დაგეგმარებისათვის.
სეგრეგაციული გამოწვის პროცესის გამოყენების შესაძლებლობის დადგენა სამხრეთ კავკასიის (ბოლნისის რაიონი) ჟანგვის ზონის ოქროშემცველი მეორადი კვარციტებიდან და სპილენძის ოქსიდური მადნებიდან ფერადი და კეთილშობილი ლითონების ამოსაღებად. რუსუდან ჩაგელიშვილი- ხელმძღვანელი ნესტანი გეგია - თანახელმძღვანელი
„საქართველოს ბუნებრივი ქვები“ – „საქართველოს ტრავერტინები“ 2019-2020 ვაჟა გელეიშვილი - პროექტის ხელმძღვანელი მურად ტყემალაძე - პროექტის შემსრულებელი გიორგი ზაზაძე - პროექტის შემსრულებელი
საქართველოს ტერიტორიაზე ღრმად დაძირული წყებების ნავთობგაზიანობის პერსპექტივების შეფასება (კოორდ. ნ.ასლანიკაშვილი) ამჟამად მსოფლიოს სახმელეთო სექტორში თითქმის ამოწურულია ადვილად მისაწვდომი - დაბალ და საშუალო სიღრმეებზე არსებული ნავთობისა და გაზის პერსპექტიული საბადოები. საზღვაო ბურღვა კი, გაცილებით დიდ ფინანსურ დანახარჯებთან და ტექნიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული და ამასთან, საფრთხისშემცველია ეკოლოგიური თალსაზრისით. ამრიგად, ბუნებრივად წამოიჭრება დიდ სიღრმეებზე (3-5 კმ) განლაგებული ბუდობების პროგნოზირების პრობლემა. პროექტი მიზნად ისახავს მსოფლიოში არსებული გამოცდილების და მოწინავე მეთოდოლოგიური მიდგომების გამოყენების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიის ღრმად დაძირული ჰორიზონტების ნავთობგაზიანობის პოტენციალის შეფასებას და პროგნოზული რუკების შექმნას.
მერისის სპილენძ–პოლიმეტალური მადნების გამდიდრების ტექნოლოგიების დამუშავება და გამდიდრების ნარჩენებიდან კეთილშობილი ლითონების ბაქტერიულ–ქიმიური გამოტუტვა. ხელმძღვანელები: ნ.გეგია, ლ.ქართველიშვილი
საქართველოს 1:200000 მასშტაბის სახელმწიფო გეოლოგიური რუკების კომპლექტების შედგენა და გამოსაცემად მომზადება. (კოორდ. გ.ნადარეიშვილი). საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გეოლოგიურ-აგეგმვითი სამუშაოების წარმოების ტემპები მნიშვნელოვნად დაეცა და განვლილი პერიოდის მანძილზე მხოლოდ ერთხელ (გასული საუკუნის 90-ან წწ.) მოხერხდა გეოლოგიური რუკის გამოცემა. შემდგომ პერიოდში დაგროვილი გეოლოგიური და გეოფიზიკური მასალის საფუძველზე აგებული განახლებული გრაფიკული და ელექტრონული ვერსიები საფუძვლად დაედო სასარგებლო ნამარხთა საბადოების მსხვილმასშტაბიან რუკებს.
მცირე კავკასიონის ნაოჭა სისტემის აჭარა–თრიალეთის ზონის გრავიტაციის და მაგნიტური ველის რუკების შედგენა. ხელმძღვანელი: ა. მესხია სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ძებნისა და სხვადასხვა გეოტექტონიკურ პირობებში მათი გავრცელების კანონზომიერებების დადგენა შეუძლებელია კონკრეტული ტერიტორიის სიღრმული, გეოლოგიურ-გეოფიზიკური მონაცემების გარეშე. ისეთი გეოლოგიურად რთული აგებულების რეგიონში, როგორიცაა მცირე კავკასიონის ნაოჭა სისტემის აჭარა-თრიალეთის ზონა, განსაკუთრებით რთულია ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩატარება სიღრმული აგებულების მონაცემების გარეშე. სამუშაოს მიზანს წარმოადგენს მცირე კავკასიონის ნაოჭა სისტემის აჭარა-თრიალეთის ზონის გრავიტაციის და მაგნიტური ველის ელექტრონული რუკების შექმნა. ანომალური მაგნიტური და გრავიტაციის ველის რუკების ელექტრონული ვერსიის საფუძველზე შემუშავებული იქნება რეგიონის გეოლოგიურ-გეოფიზიკური მოდელი და განსაზღვრული იქნება სასარგებლო წიაღისეულის მატარებელის სისტემების პოზიციები.
ქვემო ქართლის დასახლებული პუნქტების წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა. ხელმძვანელი: ნ. რჩეულიშვილი საქართველოს რიგი რაიონისათვის წყალმომარაგების პრობლემა უპირველესია თავისი აქტუალურობით. ამ მხრივ განსაკუთრებით პრობლემურ რაიონთა შორისაა ქვემო ქართლი. პროექტის მიზანს წარმოადგენს ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური და გეოფიზიკური ინფორმაციის საფუძველზე რაიონის სუფთა წყლით უზრუნველყოფის პრობლემის გადაჭრა. წყალმომარაგების პრობლემის გადასაწყვეტად ქვემო ქართლის ტერიტორიაზე განხორციელდება არსებული წყაროების შესწავლა, სისტემატიზაცია და პასპორტირება.
საქართველოს მინერალური რესურსების და გეოლოგიური გარემოს ინფორმაციული სისტემების შექმნა. ხელმძღვანელი: ვ. ნადირაძე მინერალურ-რესურსული ბაზის სრულყოფა შეუძლებელია მინერალური რესურსების საბადოების შესახებ ინფორმაციული მასალების სისტემატიზაციის გარეშე. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს მუშაობა გის-ატლასის შექმნაზე; რუკის უნიფიცირებული ლეგენდის საფუძველზე, მოცემული იქნება სრული ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიის გეოლოგიური აგებულების, საბადოების მასშტაბების, სამრეწველო მარაგების და ნედლეულის გამოყენების პერსპექტივების მითითებით, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება მინერალურ-რესურსული ბაზის შეფასება. სამუშაოები ხორციელდება საერთაშორისო ევრაზიული პროექტის ფარგლებში, რომლის კოორდინატორიც კავკასიის ფარგლებში ჩვენი ინსტიტუტია; პროექტის პირველი ეტაპი დასრულებულია და გამოცემულია ატლასის 1 ტომის სახით; მეორე ტომის გამოცემა დაგეგმილია მიმდინარე წელს და მასში საქართველოსთან ერთად განიხილება სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობაც.