ბიოტექნოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების გამგე; შალვა მალაშხია – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი უფროსი მეცნიერ-თანამშრომლები:
- მარინა კანდელაკი – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი
- ლალი ჩოჩია - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, მაგისტრი
- კაკულია ჯემალი - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
მეცნიერ თანამშრომელი, დოქტორანტი: ნუნუ ლომიძე - დოქტორანტი, ჩხობაძე ნანული - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ; ინჟინრები; ჩუბინიძე ნინო- უფროსი ინჟინერი, მაგისტრი; ჩარკვიანი დიმიტრი - უფროსი ინჟინერი, მაგისტრი;
ბიოტექნოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები და შესაძლებლობები
- ბიოტექნოლოგია
- სასოფლო-სამეურნეო ბიოტექნოლოგია
- ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის ბიოტექნოლოგია.
1. სპილენძის შემცველი ღარიბი ბალანსგარეშე და მცირე მოცულობის საბადოების სულფიდური მადნებიდან სპილენძის ამოღება გროვითი ბაქტერიული გამოტუტვის მეთოდის გამოყენებით;
2. საქართველოს ფერადი და კეთილშობილი ლითონების შემცველი სულფიდური მადნების წარმოების ნარჩენებიდან სასარგებლო კომპონენტების ამოღება ეკოლოგიურად სუფთა ბიოტექნოლოგიით;
3. ოქრო-სტიბიუმ დარიშხნიანი და ღარიბი ოქრო-დარიშხნიანი მადნებიდან ოქროს და სტიბიუმის ამოღება კომბინირებული ტექნოლოგიით;
4. სპილენძ-თუთიის ძნელად გადასამუშავებელი მადნებიდან სელექტიური კონცენტრატების მიღება კომბინირებული ტექნოლოგიით;
5. მანგანუმის ღარიბი მადნებიდან გამამდიდრებელი ფაბრიკების კუდებიდან და შლამებიდან მანგანუმის მიღება ბიოტექნოლოგიური მეთოდის გამოყენებით;
6. ორგანული (ნავთობი, ნავთობპროდუქტები) და არაორგანული (მძიმე მეტალები) ნაერთებით დაბინძურებული ნიადაგების და ჩამდინარე წყლების გაწმენდა მიკრობიოლოგიური მეთოდებით;
7. ფერად ლითონთა შემცველი სულფიდური მადნების ფლოტაციის პროცესის ინტენსიფიკაცია ბიოტექნოლოგიის გამოყენებით;
8. მიწისქვეშა მიკრობული წარმოშობის გოგირდწყალბადის გენეზისის შესწავლა;
9. ეწერი ნიადაგების ორშტეინური წარმონაქმნების დაშლა ბიოტექნოლოგიური მეთოდით;
10. ტორფის საფუძველზე მეცხოველეობისათვის საჭირო საკვები ცილების მიღება კომბინირებული ტექნოლოგიით;
11. ბეტონისა და სხვა სამშენებლო მასალების კოროზიის პროცესები და დაცვის ბიოლოგიური ტექნოლოგიები;
12. მიკროორგანიზმების მყარ ზედაპირთან ურთიერთქმედების პირობების შესწავლა;
13. მინერალურ ნედლეულთა სახეობების ბაქტერიალური ტრანსფორმირების პროცესები;
14. გარემოს დაბინძურებული ელემენტების დესტრუქციის შესაძლებლობების კვლევა და დაბინძურების შეფასების ბიოლოგიური ინდიკატორები;
15. კალციუმ რედუცირების პირობების კვლევა მიკრობიოლოგიური საშუალებების გამოყენებით ნაპრალების რეგენირებისათვის სამშენებლო მასალებში;
16. აგრომინერალური ნედლეულის ბაზაზე მცენარეთა ზრდის სტიმულატორების, ორგანული და ორგანომინერალური მარტივი და პროლონგირებული სასუქების ტექნოლოგიების შემუშავება. განყოფილებაში ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები წყლის მიკრობიოლოგიური ტესტირების ლაბორატორიის აკრედიტაციისათვის სსტ ისო 17025.2010 -ის შესაბამისად.
ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების ხედვა:
განყოფილება მუშაობს მადნებიდან სასარგებლო კომპონენტების ამოღებაზე, მიკროორგანიზმების გამოყენებით. ბაქტერიული გამოტუტვის მეთოდი იქნება გამოყენებული, როგორც ცალკე, ასევე მადნების გადამუშავების კლასიკურ მეთოდებთან კავშირში. უშუალოდ ბაქტერიული გამოტუტვა შესაძლებელია გამოვიყენოთ სპილენძის არაკონდიციური და ძნელადგამამდიდრებელი მადნების – ეგრეთწოდებული გროვითი მეთოდით გამოტუტვისას; სპილენძ-თუთიის დასაწყობებული მადნებისთვის; სპილენძ-კოლჩედანური მადნების ფლოტაციით გამდიდრებული კუდებისთვის – სხვა მეთოდებთან კომპლექსში; სპილენძისა და პოლიმეტალური მცირე ზომის საბადოებისთვის, რომლებიც მათი ადგილმდებარეობის გამო საჭიროებენ ადგილზე გადამუშავებას. აღნიშნულ საკითხებზე, განყოფილებაში ჩატარებულია კვლევები და მიღებულია დადებითი შედეგები. საჭიროდ მიგვაჩნია შემდგომი კვლევები, მეთოდების განვითარებისა და სრულყოფისათვის. ასევე სრულყოფილი კვლევები მათი ეკონომიური მხარის შეფასების თვალსაზრისით. მიკროორგანიზმების გამოყენებით შესაძლებელია ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესება: ჩატარებულია სამუშაოები ორთშტეინშემცველი ნიადაგების გაკულტურებაზე; ნავთობით დაბინძურებული ნიადაგების გაწმენდაზე და მისი ნაყოფიერების აღდგენაზე. დიდია მიკრობიოლოგიური მეთოდების როლი სოფლის მეურნეობისათვის აუცილებელი კალიუმიანი და ფოსფორიანი – კომპლექსური სასუქების მიღებაში; ასევე აღსანიშნავია ბიოტექნოლოგიების გამოყენებით გარემოს დაცვითი ეფექტური ღონისძიებების შემუშავება: ნარჩენების უტილიზაციის, ნიადაგის რეკულტივაციის, სამრეწველო დაბინძურების დეზინტეგრაციის, ტექნოგენური და დაბალკონდიციური საბადოების დამუშავების საქმეში; ასევე ქვანახშირის მრეწველობის ნარჩენების (ტერიკონული გროვები); ბარიტ-კალციტური ტექნოგენური საბადოების; დარიშხან-პოლიმეტალური ტექნოგენური საბადოების, სამთო-ქიმიური ნედლეულის – ტრაქიტების ტექნოგენური საბადოს დამუშავებაში. მეტად აქტუალურია ბიოტექნოლოგიების ჩართვა სასარგებლო წიაღისეულის დამუშავების თანამედროვე ეფექტური ტექნოლოგიების შექმნაში: ტყიბულ-შაორის ქვანახშირის საბადოების ექსპლუატაცია, ახალციხის მურა ნახშირის საბადოების ექსპლუატაცია, ფერადი და იშვიათი ლითონების (აჭარა) საბადოების მოპოვების ტექნოლოგია, ალუმინის საბადოების (აჭარა) ექსპლუატაცია. აღსანიშნავია, რომ ბაქტერიული გამოტუტვის მეთოდი ეკოლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ გამართლებულია; გარდა ამისა ხასიათდება მარტივი აპარატურული გაფორმებებით და მცირე კაპიტალდაბანდებებით.
განყოფილების მიმდინარე თემატიკა- ბაქტერიული გამოტუტვის მეთოდის გამოყენების შესაძლებლობები საქართველოს სამთო მრეწველობის ნარჩენების უტილიზაციაში
- ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული შრომები.
1. შ. მალაშხია, ლ. ქართველიშვილი,ნ. ლომიძე, ნ. ჩხობაძე, ნ. ჩუბინიძე, მ. კანდელაკი, თ. გურული. „კომპლექსური ორგანო-მინერალური სასუქების მიღება საქართველოს აგრომინერალების ბაზაზე ბიოტექნოლოგიური პროცესების ჩართვით“. საერთაშორისო კონფერენცია ინოვაციური ტექნოლოგიები და მასალები“ კრებული ქ. ქუთაისი, 2013წელი;
2. რ. კვატაშიძე შ. მალაშხია, ნ. ლომიძე, მ. კანდელაკი, ნ. ჩუბინიძე, ლ.ქართველიშვილი. „მინერალური ნედლეულის მოპოვების და გადამუშავების ბიოტექნოლოგიური მეთოდის ეკონომიკური და ეკოლოგიური ეფექტი“ ეკონომიკური კონფერენცია IEC-2013წ. „ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს და ხვალ“ კრებული;
3. ლ. ზურაშვილი, მ. კანდელაკი, ლ. ქართველიშვილი, ნ. ლომიძე. „ჩამონადენი წყლების მძიმე მეტალებისაგან გამწმენდი ბიოსორბენტის შექმნის შესაძლებლობების კვლევა“ კრებული „სამეცნიერო სიახლეები“ აზერბაიჯანი. განჯა 2013წელი;
4. ნ. ლომიძე, ზ. არაბიძე. „ოქროსშემცველი სულფიდური მადნების გამდიდრების ნარჩენების გადამუშავების ბიოჰიდრომეტალურგიული ტექნოლოგიის გამოყენების ანალიზი“ სამთო ჟურნალი“ №1(32) 2014წელი; }
5. შ. მალაშხია, ნ. ლომიძე, მ. კანდელაკი, ლ. ქართველიშვილი, ნ. ჩუბინიძე. „დაბინძურების დონის შეფასების ბიოეკოლოგიური ინდიკატორები ოქროსშემცველი მადნების გადამუშავებისას“ ქ.კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2014წელი;
6. ნ. ლომიძე. „მადნეულის სამთო გამამდიდრებელი წარმოების ნარჩენების უტილიზაციაში გამოტუტვის მეთოდების გამოყენების საკითხები“ კონფერენციის მასალები, სტუ-ს გამომცემლობა. 2014წლი;
7. რ. კვატაშიძე, შ. მალაშხია, ნ. მუმლაძე, ნ. ჩხობაძე. „ტკილი (მერგელი) მნიშვნელოვანი აგრომინერალური ნედლეულის კულტურისათვის“ ჟურნალი ეკონომიკა, თბილისი 2015წელი;
8. ლ. ქართველიშვილი, ჯ. კაკულია, შ. მალაშხია, ნ. ლომიძე, მ. კანდელაკი, ლ. ჩოჩია, ნ. ჩუბინიძე. „ბიოტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობები კალიუმის შემცველი არამადნეული ნედლეულიდან კალიუმის ნაერთების მისაღებად“ სამთო ჟურნალი №(35) თბილისი, 2015წელი;
9. თ. გურული, შ. მალაშხია. „ორგანომინერალური და ბიოორგანო მინერალური სასუქების გამოყენების გეოეკოლოგიური ეფექტურობა“ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გეოლოგიისა და გეოფიზიკის პირობების მულტიდისციპლინარული მიდგომა“ ელ. ვერსია.http://gia.az/upload/file/CONFERENCE/young_scient_6/VI_conference_abstracts.pdf გვ. 176. I. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტი. „საქართველოს აგრომინერალური ნედლეულის ბაზაზე სოფლის მეურნეობისათვის საჭირო ორგანო-მინერალური, პროლონგირებული სასუქების და მცენარეთა ზრდის ჰუმატური სტიმულატორების მიღება ტექნოლოგიების შემუშავება ტრადიციული და ბიოტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით“ პროექტის ხელმძღვანელი შ. მალაშხია შესრულების დრო 2014-2018წწ. III. შ. რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის გრანტი FR43/9-220/14. “საქართველოს ტრაქიტების ბუნებრივი და ტექნოგენური ნარჩენებიდან მრეწველობისა და სოფლის მეურნეობისათვის დეფიციტური კალიუმის ნაერთების და კალიუმიანი ბიოსასუქების მიღების უნარჩენო ტექნოლოგიის შემუშავება“ პროექტის ხელმძღვანელი ლ. ქართველიშვილი შესრულების დრო 2015-2017წწ.
განყოფილებაში გამოქვეყნებული ძირითადი შრომები:
- ნ.ლომიძე, ლ.ქართველიშვილი, მ.კანდელაკი, ნ.არჩვაძე. მადნეულის სპილენძ-კოლჩედანური მადნების ფლოტაციის პირიტული კუდებიდან ოქროს და სპილენძის ამოღების შესაძლებლობის დადგენა ბაქტერიული მეთოდის გამოყენებით. კმნი-ის შრომათა კრებული. თბილისი, 2009.
- მ.კანდელაკი, ლ.ქართველიშვილი, ნ.ლომიძე. იმნათის საბადოს ტორფი, როგორც საკვები საფუარის მიღების წყარო. კმნი-ის შრომათა კრებული. თბილისი, 2009.
- ნ.ლომიძე. მოსაზრებანი ყვირილის მანგანუმის მადნების გამდიდრების შესახებ. თბილისი. სამთო ჟურნალი, 2006.
- ლ.ქართველიშვილი. მცენარეული ნარჩენები, როგორც ნიადაგის ბიოლოგიური აქტიურობის რეგულატორი. აგარალური უნივერსიტეტი, შრომათა კრებული. თბილისი, 2007.
- ლ.ქართველიშვილი, მ.კანდელაკი, ნ.ლომიძე. ბიოტექნოლოგიური პროცესების გამოყენების შესაძლებლობები ლითონური წიაღისეულის და ლითონური ტექნოგენური ნედლეულის გადამუშავების სქემაში. სტატიათა კრებული საქართველოს ლითონური წიაღისეულის შესწავლის, გადამუშავების და გამოყენების პრობლემები. თბილისი, 1996.
- ო.ქაროსანიძე, ლ.ქართველიშვილი, მ.კანდელაკი. ოქროსშემცველი ძნელადგადასამუშავებელი სულფიდური მადნის ფლოტოკონცენტრატიდან ოქროს მიღების ტექნოლოგიურ სქემაში ბიოტექნოლოგიური მეთოდის გამოყენება ლაბორატორიუილ პირობებში. მადნების ბიოტექნოლოგიური გადამუშავების სახარჯთაღრიცხვო ცნობარი. თბილისი, 1996.
- კ.ფანოზიშვილი, ნ.ჩუბინიძე. მიკრობული მეტაბოლიტების გამოყენება მინერალური ნედლეულის ფლოტაციის პროცესებში. კმნი-ის შრომათა კრებული. თბილისი, 2009.
- მ.კანდელაკი, ლ.ქართველიშვილი, ნ.ლომიძე. იმნათის