საჯარო სამართლის იურიდიული პირი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი
ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი
მყარი სასარგებლო წიაღისეულის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება.
მყარი სასარგებლო წიაღისეულის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. განყოფილების გამგე ვაჟა გელეიშვილი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მთავარი მეცნიერ თანამშრომელი დავით არავაძე გეოლოგია მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, უფროსი მეცნიერ თანამშრომლები: მირიან გაგნიძე, ავთანდილ კვიციანი.
მეცნიერ თანამშრომლები: ნანა აზარიაშვილი, ავთანდილ გომელაური, მირიან მაქაძე,, მურად ტყემალაძე
წამყვანი ინჟინრები:
განყოფილება ორიენტირებულია ინსტიტუტის მრავალწლიანი პროგრამის: “საქართველოს მინერალური ნედლეულის, მათ შორის ოქროს, ფერადი ლითონების, სამშენებლო მასალების, სანახელაო ქვების, მყარი წიაღისეულის და საწვავი გაზის პოტენციალის გეოლოგიური, ტექნოლოგიური და ეკონომიკური შეფასება – საბაზრო ურთიერთობებში ჩართვის კონიუნქტურული საფუძვლების ანალიზით და საინვესტიციო წინადადებების ფორმირებით - შესასრულებლად, მისი ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა სწორი მარკეტინგის საფუძველზე მოახდინოს პირველი რიგის შესასწავლი კონინქტურული სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიური ობიექტების შერჩევა და საინვესტიციოდ მომზადება, ამასთან სამუშაოები სრულდება ორი მიმართულებით: 1) შეირჩევა დღევანდელი (და პროგნოზული) ბაზრის (მათ შორის საერთაშორისო) მოთხოვნილი მინერალური ნედლეულის ობიექტები და 2) ბაზრისთვის შესათავაზებლად მომზადდება წინადადებები საქართველოში ფართოდ გავრცელებული და ახალი, როგორც წესი, არატრადიციული მინერალური ნედლეულის გამოყენების შესახებ.
განყოფილების მიზანია ინსტიტუტის სხვა სამეცნიერო განყოფილებებთან ერთად მოახდინოს შერჩეული წიაღისეულის (საბადოების) შეფასება დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში არსებული მეთოდების გამოყენებით, რის შედეგად მინერალურ რესურსებს მიეცემათ ზუსტი ღირებულებითი გამოსახულებანი, რასაც ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან წინასწარი მაკროეკონომიკური გათვლებით მისი პოტენციალი ათეულობით მილიარდი აშშ დოლარით განისაზღრება.
დასახული ამოცანების გადასაჭრელად: გამოიყენება სწორი მარკეტინგი; მიმდინარეობს წინა ათწლეულებში შეგროვილი გეოლოგიური მასალის გადამუშავება თანამედროვე მადანწარმოშობის თეორიის და სასარგებლო კომპონენტების გავრცელების კანონზომიერებათა გათვალისწინებით; შერჩეულ ფართებზე ტარდება საველე გეოლოგიური სარევიზიო-საკონტროლო სამუშაოები და კვლევების შედეგების კომპლექსური ინტერპრეტაცია.
განყოფილების მრავალპროფილური საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მადანმატარებელი სისტემების ფორმირების და აგებულების კომპლექსური ანალიზი. უკანასკნელი ითვალისწინებს: მადანმატარებელი სისტემების ინფრასტრუქტურის მოდელების შემუშავებას; მადანწარმომშობი სისტემების ფლუიდური რეჟიმების რესტავრაციას; გამადნებათა (საბადოების, მეტალოგენიური ერთეულების) გეოლოგიურ-გენეტური მოდელების შემუშავებას; ნედლეულის ბაზების გაფართოებაზე ორიენტირებული პროგნოზულ-ძებნითი კომპლექსების შემუშავებას.
აღნიშნული საქმიანობით განყოფილება ქმნის რეგიონების მიწის ქერქის მეტალოგენიური ევოლუციის განმაპირობებელი ენდოგენური რეჟიმების რუკებს (მასშტაბი 1 : 500 000 – 1 : 200 000), მადანმატარებელი სისტემების ინფრასტრუქტურის რუკებს (მასშტაბი 1 : 200 000 _ 1 : 50 000), საპროგნოზო მადნიანი უჯრედების ტერიტორიული განთავსების რუკებს და სხვ. განყოფილება მზადაა მითითებულ სფეროებში ფართო (მ.შ. საერთაშორისო) თანამშრომლობისათვის.
განყოფილების მიერ სამუშაოების შესრულების შედეგად მიღებული გეოლოგიური პროდუქცია იქნება სამთო მრეწველობის, შავი და ფერადი მეტალურგიის, სამშენებლო ინდუსტრიის, სოფლის მეურნეობის და სხვა დარგების ეფექტური ფუნქციონირების და განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველი. დღეისათვის ერთიანი საინსტიტუტო პროგრამის ფარგლებში შერჩეულია და სრულდება 3 სამეცნიერო თემა:
“საქართველოს ბუნებრივი ქვები”
ოქროს შემცველობის შესწავლა ზემო სვანეთის შუაიურულ ინტრუზიულ (დიორიტულ) წარმონაქმნებში, პროგნოზულ – ძიებით კრიტერიუმების დადგენით. საინვესტიციო წინადადებები.
საქართველოში არსებული საბადოს დამუშავების ბაზაზე უდანაკარგო წარმოების ჩამოყალიბება ( ხელოვნური ალმასების, სალესი ქვების და თეთრი მინერალური პიგმენტის წარმოება;
ადგილობრივი ბუნებრივი ნედლეულიდან მაღალი ხარისხის ცეცხლგამძლე მასალების წარმოება;
ვ. გელეიშვილი
- Окисленные руды Маднеульского м-ния и перспективы их практического использования. Мат. науч. сессии посвящ. 110- летию со дня рожд. акад. Тбилиси. А. Джанелидзе. 2000
- Вопросы минералогии золотоносных м-ния Грузии. Мат. науч. сессии посвящ. 100- летию со дня рожд. акад. П. Гамкрелидзе. 2003
- Приоритетные направления исследовании в облести рудной геологии и металлогении. "Горный журнал". Москва. 2004. Соавт. Д. Аревадзе, В. Буадзе.
- ელექტროპროფილირების და ელექტროზონდირების მეთოდების მოდიფიცირება სიღრმეში მადნეულის ბუდობების და მათი მორფოლოგიის დადგენის მიზნით. “სამთო ჟურნალი”. თბილისი. 2005. თანაავტ. გ. მაღალაშვილი.
- Минерально-сырьевая база Грузии. Bкн. Минерально-сырьевая база стран СНГ. Санкт-Петербург. 2005
- Перспективы создания минерально-сырьевой базы для стекольной промишленности Грузии. “Горный журналь”. Москва. 2005. Соавт. Г. Надареишвили, Д. Купарадзе. и др.
- Облицовочные камни Грузии. “Горный журналь”. Москва. 2005. Соавт. О. Мачавариани, Г. Надареишвили, Д. Купарадзе.
- საქართველოს ბუნებრივი მოსაპირკეთებელი ქვები. მონოგრაფიული ანგარიში. 2005. თანაავტ. ო. მაჭავარიანი, გ. ალიბეგაშვილი.
- ხალასი სპილენძის გამოვლინებები და მასთან დაკავშირებული მელითონეობა. “ნავთობი და გაზი” თბილისი 2006. თანაავტ. ნ. ფოფორაძე, ი. დოლიძე და სხვ.
- დავით-გარეჯის ბარიტ-პოლიმეტალური საბადოს მადნებში ვერცხლის შემცველობის და განაწილების კანონზომიერებანი. “საქართველოს ნავთობი და გაზი”. თბილისი. 2006. თანაავტ. ზ. ოთხმეზური, რ. ახვლედიანი.
- მეთოდური სახელმძღვანელო სტუდენტების საველე პრაქტიკისათვის. სტუ-ს გამომცემლობა 2008. თანაავტ. ზ. ოთხმეზური.
- Проблемы твёрдых отходов производства маднеульского горно-обогатительного комбинате. “Горный журналь”. Москва. 2006. Соавт. З. Отхмезури, Д. Патаридзе.
- სოფელ უდაბნოს ალტერნატიული წყალმომარაგების საკითხი “სამთო ჟურნალი” 2006. თანაავტ. ნ. რჩეულიშვილი, ნ. ფალავანდიშვილი.
ვ.ბუაძე
- Геохронология процессов становления рудоносных систем Грузии// I Российская конференция по изотоп.геохр. Москва, 2000. (Соавторы – О.З.Дудаури, Г.Т.Вашакидзе, М.Г.Тогонидзе);
- Импульсы золота в рудообразующих системах// Сб. тр. 100 лет А.В.Пэк. 2001, Новочеркасск, ЮРГТУ.
- Проблемы металлогении золота в свете научного наследия академика георгия Дзоценидзе// Тр.геол.инст. АН Грузии. 2002, Нов.сер. Вып.177.
- Общие геодинамические обстановки и внутренняя геодинамика золотого рудообразования //Тр.геол.инст. АН Грузии. Нов.сер. Вып.119. 2004.
- Приоритетные направления исследований в области рудной геологии и металлогении //М.: горный журнал. 2004 г. (Соавторы В.Гелеишвили, Д.Аревадзе.
- საქართველოს მინერალური რესურსების პოლიტიკის კონცეფცია. მონოგრაფიული ანგარიში. 2004. თანაავტ. ვ. ბუაძე და ავტორთა ჯგუფი.
თ.ზულიაშვილი
- კერძო მეწარმეობის და მცირე ბიზნესის განვითარება საქართველოს ხელოვნური წყალსაცავებში დაგროვილი მინერალური რესურსების ათვისების ბაზაზე. ივ.ჯავახიშვილის სახ. თსუ, თბილისი, 2002 წ. გრანტი G-98-0053 (თანაავტორები: ადამია შ., აბესაძე მ., ალფაიძე ვ., ბააკაშვილი ა. და სხვ.);