სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების და ჩამდინარე წყლების გაწმენდის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
განყოფილების გამგე: ნესტანი გეგია - ინჟინერიის დოქტორი.
განყოფილების ძირითადი პერსონალი: უფროსი მეცნიერ თანამშრომლები: კარინე ხაჩატურიანი.
ქიმიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი: ნინო შეყრილაძე.
ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი-მეცნიერ თანამშრომლი: ეკატერინე უკლება.
წამყვანი ინჟინრები: გულნაზი ენუქიძე, ვახტანგ ბოკუჩავა, იოსებ ჩალაური.
უფროსი ტექნიკოსი: რენე დვალიშვილი.
ლაბორანტი განყოფილების ახალგაზრდა მეცნიერები: ნესტან გეგია თამარ გურული ეკატერინე უკლება.
განყოფილების ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები:
1.სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების (გადამუშავების) ტექნოლოგია;
2. ჩამდინარე წყლების გაწმენდა;
განყოფილების მიმდინარე თემატიკა:
ოქროსშემცველი სპილენძის ოქსიდური მადნების კომპლექსური გადამუშავების ტექნოლოგიის კვლევა და დამუშავება (სამხრეთ აღმოსავლეთ საქართველოს ობიექტის მაგალითზე). სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრება, უაკ. 622.765სამცხე-ჯავახეთის ჩურჩუტო-ჭიხელის საბადოს ბენტონიტური თიხების გეოლოგიური და ტექნოლოგიური გადაფასება მისი სამრეწველო გამოყენების შესაძლებლობის დადგენის მიზნით. არამადნეული მინერალური ნედლეულის ტექნოლოგია და გეოლოგია. უაკ. 622.361.1:553.611 განყოფილებაში ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული საბიუჯეტო და სახელშეკრულებო სამუშაოები: 2014 წ. საზანოს პეგმატიტების კომპლექსური გეოლოგიურ-ტექნოლოგიური შესწავლა (მაღალკალიუმიანი მინდვრის შპატის და იშვიათმეტალური ნედლეული). სამეცნიერო ხელმძღვანელი - ნესტან გეგია. 2011 წ. ადგილობრივი პერლიტის და დიატომიტის დაყოფითი უნარიანობის შესწავლა ქრომატოგრაფიაში მათი მყარ სარჩულად გამოყენების მიზნით. სამეცნიერო ხელმძღვანელი - კარინე ხაჩატურიანი. 2011 წ. ოქროს შემცველი მადნის სინჯების ტესტირება. სამუშაოს ხელმძღვანელი - ნესტან გეგია. 2010 წ. ირანის ასტარგანის საბადოს ოქროს შემცველი მადნების მინერალურ-ტექნოლოგიური სინჯების ნივთიერებრივი შემადგენლობის განსაზღვრა და პირველადი ტექნოლოგიური შეფასება. სამუშაოს ხელმძღვანელი - ნესტან გეგია. 2010 წ. ირანის მივერუდის საბადოს ოქროს შემცველი მადნების ტექნოლოგიური შეფასება. სამუშაოს ხელმძღვანელი - ნესტან გეგია. 2009 წ. მაკვანეთის კაოლინიზირებული თიხების გამდიდრებადობაზე შესწავლა და ფიზიკურ-მექანიკური თვისებების დადგენა. სამუშაოს ხელმძღვანელი - ნესტან გეგია. 2008 წ. ფარავანის საბადოს პერლიტის საფუძველზე სორბენტის მიღებისა და ნავთობით დაბინძურებული ნიადაგების გაწმენდის პროცესების შესწავლა. თანაავტორი - კარინე ხაჩატურიანი.2008 წ. ოქროსა და სპილენძ-ოქროს შემცველი მადნების გამოცდა გამდიდრებადობაზე. სამუშაოს ხელმძღვანელი - ნესტან გეგია. 2007 წ. ოზურგეთის რაიონის ფამფალეთის, გონების კარის და ძიმითის უბნების თიხის მადანგამოვლინებების სინჯების გამდიდრება, ფიზიკურ-მექანიკური თვისებების შესწავლა და გამოყენების სფეროები. სამუშაოს ხელმძღვანელი - ნესტან გეგია. 2006 წ. მადნეულის ფერადი და კეთილშობილი ლითონების შემცველი მადნების ელექტროფლოტაციური გამდიდრება. სამეცნიერო ხელმძღვანელი - ნესტან გეგია. 2006 წ. ლანჩხუთის საბადოს ცეოლითსემცველი ტუფების კომპლექსური ფიზიკო-ქიმიური შესწავლა და ტექნოლოგიური შეფასება წარმოების სხვადასხვა დარგში მათი გამოყენების მიზნით. სამეცნიერო ხელმძღვანელი - კარინე ხაჩატურიანი. 2006 წ. ოზურგეთის რაიონის შატაულას უბნის თიხის მადანგამოვლინების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების შესწავლა და გამოყენების სფეროები. სამუშაოს ხელმძღვანელი - ნესტან გეგია. 2011-2016 წლებში განყოფილებას მოგებული აქვს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებული რვა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ნიმუშების საანალიზოდ მომზადებასა და კონსულტაციებისათვის. ააიპ საქართველოს აგრაგული უნივერსიტეტის დაკვეთით, მათ მიერ წარმოდგენილ ასკანის ბენტონიტურ თიხაზე ჩატარდა ფიზიკო-ქიმიური ანალიზი და დადგენილ იქნა წარმოდგენილი ბენტონიტური თიხის სტრუქტურული ფორმულა. ჩატარებული სამუშაო დამკვეთის მიერ შეფასებული იქნა უმაღლეს დონეზე. განყოფილებაში 2010 – 2015 წლებში შესრულებულია 755 000 ლარამდე ღირებულების არასაბიუჯეტო სამუშაოები.