განყოფილების გამგე - ა. სულაძე,
გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი- ნოდარ ცერცვაძე,
გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი- ზაურ კილასონია
უფრ. მეცნ. თანამშრომელი ვახტანგ იორაშვილი
განყოფილებაში კვლევები წარმოებს შემდეგი მიმართულებებით:
- დანალექი და ვულკანოგენურ-დანალექი წყებების კომპლექსური კვლევა ნახშირწყალბადების ბუდობების პროგნოზირების მიზნით
- ქანების ლითოლოგიურ-პეტროგრაფიული თავისებურებების შესწავლა ორგანული ნივთიერებით მდიდარი ნავთობგაზგებერატორი წყებების და ოპტიმალური კოლექტორული პარამეტრების მქონე ქანების პროგნოზირების მიზნით
- თიხის მინერალების წარმოშობისა და გარდაქმნის კანონზომიერებების დადგენა ფართზე და სიღრმეში (ღრმა ჭაბურღილების ჭრილებში) ოპტიმალური პარამეტრების მქონე მაეკრანირებელი (გადამხურავი) ქანების პროგნოზირების მიზნით
- ვულკანიზმის როლის შეფასება სედიმენტაციის ეტაპეზე აუზის ბიომრავალფეროვნებისა და ნალექების პროდუქტიულობის ზრდის თვალსაზრისით; აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა განსაკუტრებით მნიშვნელოვანია ქანების გენერატორული თვისებების ფორმირების პროცესში
- ორგანული ნივთიერების მეტამორფიზმის (გარდაქმნის ხარისხის) განსაზღვრა და ამ საფუძველზე: ა) დანალექი და ვულკანოგენური ქანების მეორადი (პოსტსედიმენტაციური) გარდაქმნის ხარისხის შეფასება და ლითოგენეზისის ეტაპების დადგენა;
- ქანების ფიზიკური თვისებების შეფასება ლითოგენეზის სხვადასხვა ეტაპზე და საყრდენი ჭრილების საფუძველზე ”ნავთობის სარკმელის” ინტერვალის გამოყოფა;
- სავადასხვა მასშტაბის და დეტალობის პროგნოზული რუკების შედგენა (სტრატიგრაფიული ერთეულების) დანალექი ქანების გარდაქმნის სტადიების მიხედვით;
- ნახშირების კომპლექსური პეტროლოგიური და ქიმიურ-ტექნოლოგიური თვისებების შესწავლა და ამ საფუძველზე: ა - ნახშირების ნივთიერ-პეტროგრაფიული (მიკროკომპონენტური) შედგენილობის და მარკების დადგენა; ბ - პროგნოზული რეკომენდაციების შემუშავება ცალკეული ტიპის ნახშირების მრეწველობის სხვადასხვა სფეროში გამოყენების შესაძლებლობის მიხედვით; გ - ნახშირის საბადოებისა და პერსპექტიული რაიონებისათვის დეტალური რუკების შედგენა;
- გაბნეული ორგანული ნივთიერების (ვიტრინიტის) მეტამორფიზმის ხარისხსა და დანალექი ქანების გარდაქმნის ხარისხს შორის არსებული კორელაციური კავშირების საფუძველზე განყოფილებაში შემუშავებულია ახალი (დამატებითი) ინფორმაცია. ამ ინფორმაციის მეშვეობით შესაძლებელი ხდება საბადოების პროგნოზირება და პერსპექტიული უბნების გამოყოფა.