menu icon

საჯარო სამართლის იურიდიული პირი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი
ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი

საინვესტიციო წინადადებები

საქართველოს გეოლოგიური საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნა

საქართველოს მოსაპირკეთებელი ქვების წარმოება

წინადადების დახასიათება: საქართველოში გამარმარილოებული კირქვისა და ტუფის ბლოკების და ფილების წარმოების ორგანიზება.
წინადადების დასაბუთება:წინადადების მიმზიდველობა იმაშია, რომ საქართველოში ბუნებრივი მოსაპირკეთებელი ქვების ფართო არჩევანია, რომელთაგან ბევრი ჯერ კიდევ შეუსწავლელია. ამავე დროს, მათი ფასი გაცილებით დაბალია ვიდრე მსოფლიოშია მიღებული. საქართველოს გააჩნია აუცილებელი განვითარებული ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები, მომგებიანი გეოგრაფიული მდებარეობა: გასასვლელი შავ ზღვაზე (პორტები: ფოთი და ბათუმი), რაც ხელმისაწვდომია ევროპისა და აზიის ბაზრებისათვის.
წინადადების რეალიზაცია:ბლოკები და ფილები დაიხერხება ადგილზე, ხოლო მათი საბოლოო დამუშავება (გაპრიალება, ზომაზე დაყვანა და ა.შ.) და დასაწყობება მოხდება თბილისში, ვინაიდან კარიარებზე სეზონური პირობების გამო უწყვეტი მუშაობა შეუძლებელია.
საორიენტაციო ფასი:ინვესტიციის სრული ღირებულებაა 2 000 000 ა.შ.შ.დოლ.