menu icon

საჯარო სამართლის იურიდიული პირი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი
ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი

საინვესტიციო წინადადებები

საქართველოს გეოლოგიური საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნა

ჟინვალის წყალსაცავის საპროპელური ნალექების შესწავლა ბუნებრივი სასუქებისა და კერამიკული ნაწარმის ნედლეულის წარმოების მიზნით

ჟინვალის წყალსაცავის ფსკერზე დაგროვილი ნალექები განიხილება, როგორც გე­ო­ლო­გიური ობიექტი, რომლის მასა სასარგებლო წიაღისეულს წარმოადგენს. წინას­წარი დაკვირვებების შედეგად გამოვლინდა, რომ ჟინვალის წყალ­სა­ცავის საპროპელური მასა მაღალი ხარისხის ბუნებ­რივი სასუქების წარმოებისათვის ვარგის ნედლეულს უნდა წარმოადგენდეს. აღნიშნული ფსკერული ნალექების მარაგები თვითშევსებადი და პრაქ­ტიკულად უშრე­ტია (1999 წლის მონაცემებით მათი რაოდენობა 20–25 მლნ. მ3 აღწევდა). ჟინვალის წყალსაცავის საპროპელური მასის ტერიგენული ფრაქცია შავფიქლებრივი წყებების დენუდაციის მასალას წარმოადგენს. ცნობილია, რომ ის ვარგისია კერამიკული წარ­მო­ე­­ბის ნედლეულად (აგური, კრამიტი), რაც ჟინვალის შლამური ნალექების წი­ნას­წარი კვლე­ვე­ბითაც დადას­ტურდა.         შეთავაზებული პრობლემის გადასაწყვეტად, აუცილებელია ჟინვალის წყალ­საცავის საპროპელური მასის გეოლოგიური მახასიათებლებისა და ფიზიკო-ქიმიური პარამეტრების შესწავლა, რისთვისაც დაგეგმილია სპეციალიზებული გეო­ლო­გი­ურ­ი სამუშაოებისა და პირველადი ტექნოლოგიური კვლევების ჩატარება.