menu icon

საჯარო სამართლის იურიდიული პირი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი
ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი

საინვესტიციო წინადადებები

საქართველოს გეოლოგიური საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნა

ხელოვნური ალმასების, სალესი ქვებისა და საღებავის წარმოება საქართველოს ერთ-ერთი სამრეწველო საბადოს მადნის ნარჩენების კომპლექსური და უდანაკარგო გამოყენებით

წინადადების დასაბუთება: 
საქართველო მდიდარია სხვადასხვა ტიპის მოსაპირკეთებელი და საბლოკე სახერხი ქვებით, რაც მოითხოვს დიდი რაოდენობით ალმასის ინსტრუმენტს - ხერხებს, შტრიფსებს, ქლიბებს, საპრიალებელ ფხვნილებს და პასტებს. ხელოვნური ალმასების მიღების ტექნოლოგია ცნობილია და შესაბამისი წარმოება არსებობს უკრაინაში, რუსეთში, სომხეთში. ჩვენ პირობებში ძირითადი პროდუქციის გარდა, შესაძლებელია ნარჩენებიდან დიდი რაოდენობით ვაწარმოოთ სამი კლასის (უხეში, ნახევრად უხეში და წმინდა) სალესი ქვები და ღორღიდან და ფხვიერი მასიდან თეთრი საღებავი (როგორც ემულსიის, ასევე ზეთის “თეთრას” საღებავების მისაღებად).
წინადადების დახასიათება:
ხელოვნური ალმასების საწარმოებლად ნედლეულის მარაგები შეადგენს 104 ათ.მ3, რაც უზრუნველყოფს წარმოებას 50 წლით. რაც შეეხება ნედლეულს სალესი ქვების და საღებავების მისაღებად, მისი მარაგი მეტად დიდია. საბადოზე არსებობს კარიერი, მიყვანილია საავტომობილო გზა, ელექტროენერგია. ობიექტი მდებარეობს  ქ.თბილისიდან 50 კმ-ში. საჭიროა კარიერის აღდგენა, უკრაინიდან ან სომხეთიდან ავტოკლავის და მისი მოწყობილობის ჩამოტანა, რომელიც ღირს 0,7 მლნ.აშშ დოლარი, მონტაჟი და ტექნოლოგიური ხაზის გაშვება და დაყვანა.
საორიენტაციო ღირებულება:
მთლიანი ინვესტიციის ღირებულება შეადგენს 1,2 მლნ. აშშ დოლარს. ამ თანხის ამოღების ვადა წარმოების გაშვების დღიდან 2 წელიწადია. პროდუქცია გასაღდება როგორც საქართველოში, ასევე გაიტანება სარეალიზაციოდ სხვა ქვეყნებში.
წინადადების
 ავტორი:
გეოლოგია-მინერალოგიის მეცნ. დოქტორი, პროფესორი გიორგი მაღალაშვილი