menu icon

საჯარო სამართლის იურიდიული პირი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი
ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი

საინვესტიციო წინადადებები

საქართველოს გეოლოგიური საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნა

მინის ტარის წარმოების ორგანიზაცია ადგილობრივი იაფფასიანი არატრადიციული ნედლეულის ბაზაზე

 
წინადადების დახასიათება:
წინადადების მიზანია მაღალი ხარისხისა და ფართო ასორტიმენტის მქონე მინის ტარის თანამედროვე დონის საწარმოს შექმნა, რომლის მომხმარებლებიც იქნებიან  ღვინის, ლიქიორ-არყის, საკვების  გადამამუშავებელი მრეწველობის, არაალკოჰოლური სასმელებისა და ლუდის წარმოებები.
პროდუქციის დახასიათება – ბოთლები და ქილებში 0,25-დან 1.0 ლიტრამდე მოცულობით ორდინალური და ორიგინალური შესრულებით სხვადასხვა ფერის გამაში.
 
წინადადების დასაბუთება:
საქართველოში მინის ტარის კონდიციური ნედლეულის დეფიციტი აღინიშნება, იმპორტირება კი აძვირებს წარმოების ხარჯებს. ამავე დროს, ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთ რეგიონში  ბარიტ–პოლიმეტალური მადნის გადასახსნელი ქანების – რიოლიტების საკმაო მარაგები მოიპოვება. რიოლიტების გამოყენებით მინის ტარის კაზმში შესაძლებელია სტანდარტული კომპონენტების (კვარცის ქვიშა, კირქვა, ცარცი, დოლომიტი, სოდა, ნატრიუმის სულფატი, შემფერავი დანამატები) ნაწილობრივ ან მთლიანად შეცვლა (პატენტი #341, 31. 03. 94), იმპორტირებული იქნება მხოლოდ კალცინირებული სოდა. ამავე დროს სოდის ხარჯი საგრძნობლად მცირდება რიოლიტებში ტუტეების მაღალი შემცველობის გამო. ლაბორატორიულ პირობებში ჩატარებულია სხვადასხვა შემადგენლობის მინების ექსპერიმენტული  ხარშვები რიოლიტის გამოყენებით. მიღებულია მაღალი ხარისხის მინები. რიოლიტის გამოყენება მკვეთრად შეამცირებს საბოლოო პროდუქტის ფასს, ვინაიდან შემცირდება იმპორტირებული ძვარად ღირებული ნედლეულის ხარჯი, მათ შორის კალცინირებული სოდის მოხმარება –  30-50%-ით სტანდარტულ ტექნოლოგიებთან შედარებით.
 
წინადადების რეალიზაცია:

საქართველოში აჟამად მოქმედებს მხოლოდ ქსნის მინის ტარის ქარხანა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ამ პროდუქციაზე მზარდ მოთხოვნას. მინის ტარის ახალი ქარხანა შეიძლება აიგოს როგორც ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთ რეგიონში, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოსახლეობის დასაქმებას, ასევე ნებისმიერ სხვა რეგიონში, რომელიც უზრუნველყოფილია ენერგომომარაგებითა და კომუნიკაციებით.
 

საორიენტაციო ღირებულება:
წინასწარი გაანგარიშებებით მინის ტარის ქარხნის მშენებლობა 50 მლნ. ცალი ბოთლის მოცულობით წელიწადში შეადგენს 7 მლნ. აშშ დოლ. საორიენტაციო მოგება ქარხნის ექსპლუარაციაში შესვლის პირველ წელს იქნება 1,8 მლნ. აშშ დოლ.
 
წინადადების  ავტორები:            
გურამ ნადარეიშვილი, გეოლოგია–მინერალოგიის მეცნ. დოქტორი,        
იოსებ გეჯაძე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი,
ელენე შაფაქიძე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.