მთავარი გვერდი ჩვენს შესახებ პროექტები განყოფილებები ინვესტიციები გალერეა კონტაქტი      
2010-09-06
   პირველად საქართველოში შესწავლილი იქნა ასკანის ბენტონიტური თიხების მხურავი ქანის ტრაქიტებიდან კალიუმის ნაერთებისა და პროლონგირებული ბიოსასუქის მიღების შესაძლებლობა; დადგენილი იქნა, რომ შესასწავლი ტრაქიტის სინჯები მიეკუთვნებიან მინდვრის შპატებს. მიკროორგანიზმების ბანკის შესაქმნელად ტრაქიტებიდან გამოყოფილია სილიკატური ბაქტერიების  აქტიური შტამები; დადგენილი იქნა ტრაქიტების ბაქტერიული გამოტუტვის პროცესის ოპტიმალური პარამეტრები; შესწავლილი იქნა ნედლეულის დაშლის კინეტიკა და გამოტუტვის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობები სხვადასხვა სახის დანამატების გამოყენებით, შედარებითი ანალიზისათვის შესწავლილი იქნა ტრაქიტებიდან კალიუმის ნაერთების მიღების არსებული და ახალი ქიმიური მიმართულებანი: დადგენილი იქნა, რომ მჟავური გამოტუტვა უფრო ეფექტურია, ვიდრე ტუტე გამოტუტვის პროცესი; შესწავლილია ტრაქიტების გამოტუტვით მიღებული სუსპენზიის ფილტრაციის რეჟიმი და ხელშემწყობი პირობები კალიუმის ოქსიდის მაქსიმალური გადასვლისათვის; დადგენილია სორბენტ-ცეოლითის გამოყენების შესაძლებლობა ტრაქიტის გამოტუტვის შედეგად ხსნარში გადასული კალიუმის ოქსიდის ამოწვლილვისათვის; პირველად საქართველოში კალიუმის ნაერთით სორბირებული მასის გამდიდრებით სილიკატური ბაქტერიებით მიღებულია კალიუმიანი პროლონგირებული ბიოსასუქი; მიღებული პროდუქტის გამოცდამ ღია და დახურული გრუნტის პირობებში გამოავლინა მიღებული პროდუქტის ეფექტურობა; შედარებითი ანალიზის საფუძველზე დადგენილ იქნა ტრაქიტების გადამუშავების ბიოტექნოლოგიური მეთოდი მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდება, ქიმიურ მეთოდთან შედარებით; დადგენილი იქნა ტრაქიტების ბაქტერიული გამოტუტვის შედეგად მიღებული სუსპენზიიდან სოდა-პ[ოტაშის პროდუქტის მიღების შესაძლებლობა; დადგენილია, რომ ნარჩენის (კეკის) გამოყენება დანამატის სახით ცემენტის წარმოებაში, ზრდის მის სიმტკიცეს, შემუშავებულია ტრაქიტების ბაქტერიული გადამუშავების უწყვეტი, უნარჩენო ტექნოლოგიური სქემა. საქართველოს ტრაქიტების ბუნებრივი და ტექნოლოგიური ნარჩენებიდან მრეწველ;ობისათვის და სოფლის მეურნეობისათვის დეფიციტური კალიუმის ნაერთების მიღების უნარჩენო ტექნოლოგიური სქემის შემუშავებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც მრეწველობისათვის, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, რადგან აღნიშნული ტექნოლოგია რენტაბელურია ეკონომიურად და უსაფრთხოა ეკოლოგიის თვალსაზრისით. არსებული ტექნოლოგიით მიღებული სოდა-პოტაში დეფიციტური და აუცილებელი პროდუქტია მრეწველობის განვითარებისათვის, ასევე კალიუმიანი პროლონგირებული ბიოსასუქის გამოყენება სოფლის მეურნეობის კულტურების ვეგეტაციისას, ამაღლებს მათ პროდუქციულობას.
სიახლე
2018-02-09
 სსიპ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი  სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის (შემდგომში „კომისია“) შემაჯამებელი სხდომის   09.02. 2018 წ. ქ. თბილისი                                                                                     ოქმი 15 სხდომას ესწრებოდნენ თსუ რექტორის 2017 წლის 20 ნოემბრის  244/01-01 ბრძანებით შექმნილი კომისიის წევრები:   თენგიზ გელეიშვილი (თავმჯდომარე), შალვა გეგია (თავმჯ. მოადგილე), კარლო აქიმიძე (მდივანი),  ანზორ აბშილავა, ვახტანგ გვახარია. დღის წესრიგი:    სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის (შემდგომში „ინსტიტუტი“) უფროსი მეცნიერ თანამშრომელთა შერჩევა.
2017-12-15
 სსიპ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი  სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის (შემდგომში „კომისია“) შემაჯამებელი სხდომის   15.12. 2017 წ. ქ. თბილისი                                                                                     ოქმი 12 სხდომას ესწრებოდნენ თსუ რექტორის 2017 წლის 20 ნოემბრის  244/01-01 ბრძანებით შექმნილი კომისიის წევრები:   თენგიზ გელეიშვილი (თავმჯდომარე), შალვა გეგია (თავმჯ. მოადგილე), კარლო აქიმიძე (მდივანი),  ანზორ აბშილავა, ვახტანგ გვახარია.   დღის წესრიგი:   სსიპ ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის ალ. თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის (შემდგომში „ინსტიტუტი“) მეცნიერ თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის შედეგების შეჯამება. 
2017-12-08
 სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო ერთეულის, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის თსუ წესდების შესაბამისად შექმნილი სამეცნიერო საბჭო სხდომა   ქ.თბილისი,  08.12.2017                                                                                  ოქმი 15   სხდომას ესწრებოდნენ: დავით არევაძე, ვაჟა გელეიშვილი, ნესტან გეგია, გულნარა თოდრაძე, მურმან კვინიკაძე, შალვა მალაშხია, ნოდარ რჩეულიშვილი, ასლან სულაძე, ელენე შაფაქიძე. სხდომამ აირჩია სხდომის თავმჯდომარე  და მდივანი:   სხდომის თავმჯდომარედ ბატ. ასლან სულაძე, მდივნად ქ-ნი ნესტან გეგია. დღის წესრიგი: სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი   კვლევითი  ერთეულის,         ალექსანდრე  თვალჭრელიძის სახელობის  მინერალური  ნედლეულის  კავკასიის  ინსტიტუტის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურის შერჩევა.
2017-11-24
 სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის  ინსტიტუტის თსუ წესდების შესაბამისად შექმნილი  სამეცნიერო საბჭო  შემაჯამებელი სხდომა   ქ.თბილისი,  24.11.2017                                                                                        ოქმი № 13   სხდომას ესწრებოდნენ: სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების საფუძველზე არსებული კავკასიის ალექსანდრე თალჭრლეიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრები - დავით არევაძე, ვაჟა გელეიშვილი, ნესტან გეგია, ალექსანდრე თვალჭრელიძე, გულნარა თოდრაძე, მურმან კვინიკაძე, შალვა მალაშხია, ნოდარ რჩეულიშვილი, ასლან სულაძე, ელენე შაფაქიძე. სხდომის თავმჯდიმარედ არჩეული იქნა - ასლან სულაძე, მდივნად - გულნარა თოდრაძე.  დღის წესრიგი: სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა არჩევის შედეგების შეჯამება.
2017-07-01
saqarTvelos agromineraluri nedleulis bazaze  soflis meurneobisaTvis saWiro organo-mineraluri,  prolongirebuli sasuqebis da mcenareTa zrdis humaturi stimulatorebis miRebis teqnologiebis SemuSaveba tradiciuli da bioteqnologiuri meTodebis gamoyeneba" proeqtis xelmZRvaneli S. malaSxia proeqtis Semsruleblebi: n. lomiZe, m. kandelaki, l. qarTveliSvili, n. CubiniZe, j. kakulia,  d. Carkviani, n. CxobaZe, l.CoCia
2017-05-01
rusTavelis  სამეცნიერო fondi    FR/43/9-220/14        " saqarTvelo traqitebis bunebrivi da teqnogenuri narCenebidan soflis meurneobisaTvis deficituri kaliumis naerTebis da kaliumiani biosasuqebis miRebis unarCeno teqnologiis SemuSaveba (9-220) narCenebis marTva.     xelmZRvaneli l. qarTveliSvili proeqtis Semsruleblebi: S. malaSxia MAn. lomiZe j. kakulia m. kandelaki, n. CubiniZe, d.Carkviani, s.jalaRania, n. CxobaZe, l.CoCia.

2016-06-21
  რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო საგრანტო ფონდი  
ფუნდამენტურის  კვლევების პროექტი 
 FR/116/9-152/12
  "ნედლეულის როლი გლობალიზებულ მსოფლიოში: სამეცნიერო კვლევა, ანალიზი და საქართველოს სტრატეგიული ინტერესები" 
გამოიცა მონოგრაფია
  "ნედლეულის ეკონომიკა (ნედლეულის როლი გლობალიზებულ სამყაროში)"   ავტორები ა. თვალჭრელიძე,  მ. ოთარაშვილი რედაქტორები: ა. თვალჭრელიძე და პ. კერვალიშვილი  2013 -2016წწ.

2016-04-25
 რუსთაველის საგრანტო  ფონდი
პროექტი 31/60 
"აღმოსავლეთ საქართველოს ღრმად დაძირული მეზოკაინოზოური ნალექების ნავთობგაზიანობის პერსპექტივების შეფასება"
 ხელმძღვანელი ნ. ასლანიკაშვილი (1912-2013), ა სულაძე (2014 - 2016) წლამდე
შემსრულებლები: ლ. ახალბედაშვილი, მ.თოფჩიშვილი, ვ.იორაშვილი.

2016-04-04
 
   შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის
 
 გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროექტი
№ AR/103/9 – 150/13
 
 "ქვემო ქართლის რიოლითური და დაციტური შედგენილობის პიროკლასტური ქანების (იგნიმბრიტების, პემზის და ფერფლის ტუფების, ვულკანური ფერფლის) გეოლოგიურ-ტექნოლოგიური შესწავლა-შეფასება მათი ცემენტის, ფერადი მინის და კერამიკის წარმოებაში გამოყენების მიზნით."
(04.04.2014 - 04.04.2016)
პროექტის ანგარიშის დაცვა ჩატარდა 01.04.2016 წელს
 
 
2013-11-27
 
სილიკატების და სამშენებლო მასალების სამეცნიერო-კვლევით განყოფილებაში ტარდება ცემენტების ტესტირება ევროსტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.
 დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდნენ ტელეფონი: 599 51 90 20 ან 247 84 80      
2012-12-24
შოთა რუსთაველის  სახელობის  სამეცნიერო ფონდის მიერ  დაფინანსებული გრანტის  ფარგლებში გამოიცა მონოგრაფიული ნაშრომი
"საქართველოს ბუნებრივი მოსაპირკეთებელი ქვები"
 
2012-11-02
 1-2 ნოემბერი ქ.თბილისი. აკადემიკოს ლეონიდე მელიქაძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციში ნავთობქიმიაში. ინსტიტუტის თანამშრომლებმა კ.ხაჩატურიანმა და მ.ბროკიშვილმა მიიღეს მონაწილეობა. გაკეთდა მოხსენებები.
2010-09-06
  კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტმა ქ. ჰიუსტონიდან (აშშ ) მიიღო შეტყობინება იმის თაობაზე, რომ იგი მსოფლიო ბიზნეს კონფედერაციის მიერ დაჯილდოვდა მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს ჯილდოთი, ბიზნესის წარმოების სრულყოფილების ჯილდოთი    "BIZZ 2010"   და არჩეულ იქნა  ამ კონფედერაციის მუდმივ ელიტარულ წევრად.  
2010-07-09
 
ნსტიტუტის ორმა პროექტმა  გაიმარჯვა 2010 წ. სსეფ საგრანტო კონკურსში.
 
 
2009-12-29
2009-12-25
გამოვიდა შრომათა კრებული, რომელიც ეძღვნება ინსტიტუტის დაარსების მე - 80 წლისთავისა და გამოჩენილი მეცნიერების ალექსანდრე, გიორგი და ტატიანა თვალჭრელიძეების ნათელ ხსოვნას.
 
     

2009-02-04
ინსტიტუტის ოთხმა პროექტმა  გაიმარჯვა 2009 წ. სსეფ საგრანტო კონკურსში.