მთავარი გვერდი ჩვენს შესახებ პროექტები განყოფილებები ინვესტიციები გალერეა კონტაქტი      
საინვესტიციო წინადადებები

აფუებული თიხა–ფიქლისაგან მცირე ზომის მსუბუქი თბოსაიზოლაციო საკედლე ბლოკების და მსუბუქი შემავსებლის წარმოება

 

წინადადების დახასიათება:
საინვესტიციო წინადადების მიზანია მაღალხარისხოვანი მცირე ზომის მსუბუქი თბოსაიზოლაციო საკედლე ბლოკების და მსუბუქი შემავსებლების თანამედროვე საწარმოს შექმნა საქართველოსა და მიმდებარე ქვეყნების სამშენებლო ინდუსტრიის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად.
წინადადების დასაბუთება:
ენერგომატარებლებზე ფასების არნახულმა ზრდამ დღის წესრიგში დააყენა შენობების დათბუნების საკითხი, რაც მაღალხარისხოვანი და , ამავე დროს, იაფფასიანი მსუბუქი თბოსაიზოლაციო მასალების წარმოების აუცილებლობას ქმნის. ამ მიზნით აღსანიშნავია მდ. დურუჯის ჩამონაშალი თიხა–ფიქლების გამოყენების პერსპექტივები, რომლებსაც გააჩნიათ თვითაფუების უნარი გარკვეული ტემპერატურული რეჟიმის პირობებში.უნდა აღინიშნოს, რომ მდ. დურუჯს ყოველწლიურად ღვარცოფების შედეგად ჩამოაქვს დაახლოებით 500 ათასი ტ. ნაშალი თიხა–ფიქლები, რომელიც ეკოლოგიური კატასტროფით ემუქრება მიმდებარე ტერიტორიას, განსაკუთრებით ქ. ყვარელს. ამიტომ, ერთი მხრივ, თიხა–ფიქლების ათვისება ხელს შეუწყობს ამ პრობლემის დაძლევას, ხოლო მეორე მხრივ, გვექნება იაფი სანედლეულო ბაზა ახალი თბოსაიზოლაციო მასალების საწარმოებლად, რომლის თვითღირებულებაც  გაცილებით  დაბალია ვიდრე სარეალიზაციო ფასი.
 
წინადადების რეალიზაცია:
ლაბორატორიულ პირობებში მიღებულია ერთგვაროვანი სტრუქტურის მქონე მასალა, რომლის საექსპლოატაციო პარამეტრებია: მოცულობითი მასა – 300–650 კგ/მ3, სიმტკიცის ზღვარი კუმშვისას – 0,6–2,5 მგპა, წყალშთანთქმა – 3,5–7%, ფორიანობა – 60–80%.
მსუბუქი თბოსაიზოლაციო მცირე ბლოკების ქარხანა სავარაუდოდ უნდა აშენდეს ყვარლის რაიონში, სანედლეულო ბაზის სიახლოვეს. ბლოკების ჩამონახერხი ნარჩენები კი ფოროვანი შემავსებლის სახით გამოყენებულ იქნება, როგორც მსუბუქი ბეტონების დასამზადებლად, ასევე ნაყარი სახით იატაკის და სართულშორის გადახურვებში. ამრიგად, წარმოება იქნება უნარჩენო.
პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები იქნებიან საქართველოსა და კავკასიის ქვეყნების სამშენებლო ფირმები.
საორიენტაციო ღირებულება:
100000 მ3 წელიწადში აფუებული მასის საწარმოებლად, საიდანაც 30% (30000 მ3) იქნება მსუბუქი შემავსებელი, ხოლო 70% საკედლე ბლოკი, ქარხნის მშენებლობის საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 1,6 მლნ. აშშ დოლ., ქარხნის წლიური მოგება კი – 550 ათ. აშშ დოლ.
წინადადების ავტორები:      
ლამარა გაბუნია, ტექნიკის მეცნიერებეთა დოქტორი