მთავარი გვერდი ჩვენს შესახებ პროექტები განყოფილებები ინვესტიციები გალერეა კონტაქტი      
საინვესტიციო წინადადებები

ნიადაგის მძიმე მეტალებით დაბინძურების გამოკვლევა მაგნიტური ამთვისებლობით და პეტრომაგნიტური ექსპრეს–მონიტორინგი
 

 

წინადადების დახასიათება:
ცნობილია, რომ სხვადასხვა სახის ობიექტების მშენებლობა, სამთო-გადამამუშავებელი და სამრეწველო საწარმოთა ექსპლუატაცია მძიმე მეტალების ნარჩენებთან არის კავშირში და გარკვეული ხარისხით აბინძურებს გარემოს. დაბინძურების ხარისხს ტრადიციულად გეოქიმიური სინჯების ანალიზით სწავლობენ. ჩვენს მიერ შემოთავაზებული მეთოდი ემყარება მაგნიტური პარამეტრების შესწავლას (საველე და ლაბორატორიული ხელსაწყოების საშუალებით). იგი ექსპრესულია და იაფი. ეს კი საშუალებას იძლევა უფრო ეფექტური და სრულყოფილი გახდეს გეოეკოლოგიური სამუშაოები.
 
წინადადების რეალიზაცია:
შესრულებული სამუშაოების შედეგად გამოვლენილი იქნება საქართველოს გარკვეული რეგიონებისათვის ან სამრეწველო უბნებისათვის მძიმე მეტალებით დაბინძურებული უბნები, შეისწავლება გაჭუჭყიანების დინამიკა გარკვეულ ფართზე და პროფილებზე. მოხდება დაბინძურების პროგნოზირება გამოკვლეულ ობიექტების მიმდებარე ტერიტორიებზე.
 
პროექტის ხანგრძლივობაა
 3 წელი (ძირითადი ეტაპის).
 
 
საორიენტაციო
ღირებულება:
პროექტის რეალიზაციის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 300000 $, აქედან ხელსაწყო-დანადგარების ღირებულება შეადგენს – 60000 $.
 
წინადადების
ავტორი:
ბ.ასანიძე – გეოლ.-მინ. მეცნ.დოქტორი