საქართველოს ტერიტორიის გეოეკოლოგიური შეფასება (აუდიტი)
წინადადების
დახასიათება:
|
საქართველოს ტერიტორიის ეკოლოგიური მდგომარეობა განისაზღვრება შემდეგი ფაქტორებით:
- ბუნებრივი რადიაციული ფონით, რომელიც გამოწვეულია U, Th და K-ის არსებული ნუკლიდებით.
- ტექნოგენური წარმოშობის რადიაციული ნუკლიდებით – ჩერნობილის ავარიის შედეგი.
- რადიაციული და გეოქიმიური დაბინძურებით დაკავშირებული საბჭოთა არმიის არსებობის პერიოდთან.
- ტექნოგენური წარმოშობის გეოქიმიური და ბიოგეოქიმიური დაბინძურებით დაკავშირებული ადგილობრივი სამთო და სამრეწველო ობიექტებთან.
|
წინადადების რეალიზაცია:
|
საქართველოს მთელი ტერიტორიისათვის შედგენილი იქნება როგორც წვრილმასშტაბიანი (1:500 000), ასევე საშუალო და მსხვილმასშტაბიანი გეოეკოლოგიური რუკები რაზედაც აისახება დღევანდელი გეოეკოლოგიური მდგომარეობა. ასევე ცალკეული ეკოლოგიურად დაძაბული ტერიტორიებისათვის შედგება გეოეკოლოგიური პასპორტები და შემუშავებული იქნება მეთოდები ამ ტერიტორიების რეაბილიტაციისათვის
|
საორიენტაციო
ღირებულება:
|
შესრულებული იქნება მრავალმხრივი როგორც საველე, ასევე ანალიტიკური სამუშაოები. მათი ღირებულება 300000 აშშ დოლარია
|
წინადადების ავტორი:
|
გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი მურმან კვინიკაძე
|