საქართველოს ტერიტორიის ეკოლოგიურ-რესურსული პოტენციალის შეფასება გეოქიმიური მონაცემებით
წინადადების დახასიათება:
|
ნებისმიერი ტერიტორიის ფასეულობა განისაზღვრება ერთი მხრივ მასზე განლაგებული რესურსების თვისობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლებით (მინერალური ნედლეული, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ტყისა და წყლის ფართობები და სხვ.) და, მეორე მხრივ ყველა ამ ჩამონათვალის ეკოლოგიური მდგომარეობით, გამოხატული ეკოლოგიური უსაფრთხოებით და ადამიანთა კომფორტული ცხოვრების პირობებით.
|
წინადადების რეალიზაცია:
|
შესრულებული სამუშაოების შედეგად დახასიათებული და შეფასებული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რესურსების პოტენციალი ეკონომიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით, რაც აუცილებელია საინვესტიციო წინადადებების მომზადების ეტაპზე.
|
საორიენტაციო
ღირებულება:
|
პროექტის რეალიზაციის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 200 000 $.
|
წინადადების
ავტორი:
|
მურმან კვინიკაძე, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
|