ტყიბული-შაორის ნახშირის საბადოს რაიონში საწვავი გაზის სამრეწველო ბუდობების პროგნოზირება
წინადადების დახასიათება:
|
წინადადების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცნობილია ნახშირიან ფორმაციებთან დაკავშირებული გაზის მსხვილი და ასევე გიგანტური საბადოები. გეოლოგიური და გეოქიმიური მასალის ანალიზი იძლევა იმის საფუძველს, რომ ამ ტიპის ბუდობები უნდა არსებობდეს ტყიბულის საბადოსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე.
|
წინადადების დასაბუთება:
|
ტყიბული-შაორის ქვანახშირის საბადო დაძიებულია საკმაოდ დეტალურად; გაბურღულია 800-1000 მ-მდე სიღრმის 409 ჭაბურღილი. ქვანახშირის დამტკიცებული დაძიებული მარაგები შეადგენს 281,6 მლნ. ტონას. პროგნოზული მარაგები – 49,8 მლნ. ტ. მეთანის მნიშვნელოვანი რაოდენობა შთანთქმულია ნახშირის ფენების სახურავის ქანებში. ჩვენი გათვლებით ნახშირის მეტამორფიზმის პროცესში მეთანის მნიშვნელოვანი ნაწილი სცილდება ნახშირის ფენებს და გადაადგილდება მიმდებარე სტრუქტურების მიმართულებით. კმნი-ში შემუშავებული მეთოდიკით დათვლილია ამ სტრუქტურებში არსებული გაზის სავარაუდო მარაგები. მათი რაოდენობა ნახშირიან წყებაში 10,0 მლრდ. მ3-ს, ხოლო მიმდებარე სტრუქტურებში 60 მლრდ. მ3-ს შეადგენს. კმნი-ში დაგროვილია მდიდარი მასალა ნახშირიანი წყებების პეტროგრაფიული და ქიმიურ-ტექნოლოგიური თვისებების შესახებ, რომლის დამუშავებაც ორი პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას იძლევა: 1. ნახშირიანი ფენების ჭაბურღილებით დეგაზაციის შესაძლებლობის დადგენა; 2. საბადოს მიმდებარე ტერიტორიის დანალექ კომპლექსებში დაგროვილი გაზის მარაგის შეფასება და ოპტიმალური სტრუქტურების შერჩევა მათი შემდგომი ექსპლუატაციისა და ეკონომიკურად მომგებიანობის გათვალისწინებით.
|
წინადადების რეალიზაცია:
|
საბადოს მიმდებარე რაიონები და დასახლებული პუნქტები (ტყიბულის, ამბროლაურისა და ონის რაიონები) ინტენსიურად ათვისებულ სამრეწველო რაიონებს წარმოადგენენ შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ამავე დროს ისინი განიცდიან მწვავე ენერგეტიკულ კრიზისს. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით წარმოდგენილი პროექტი ფინანსური დანახარჯების მიხედვით მომგებიანია და მიმართულია აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა.
|
საორიენტაციო ღირებულება:
|
პერსპექტიული მოედნების გეოფიზიკური და გეოლოგიურ-ძებნითი სამუშაოების (მათ შორის ორი 1200-1500 მ-ანი სადაზვერვო ჭაბურღილის გაყვანა) ღირებულება სავარაუდოდ 5 მლნ. $ შეადგენს. გაზზე თანამედროვე მოთხოვნების და გაზის სავარაუდო დებიტების გათვალისწინებით, დახარჯული ფინანსების სავარაუდო ამოღება 3 წელიწადში მოხდება.
|
წინადადების ავტორები:
|
ნ. ასლანიკაშვილი – გეოლოგია-მინერალოგიის მეცნ. დოქტორი;
|