გარე კახეთში ტალახის ვულკანების მთელი რიგი უბნებია გამოყოფილი. ცალკეული ვულკანების ფართობი 50 000მ2 აღწევს, ხოლო ტალახის მოცულობა 400 000 მ 3 აღემატება.
აღნიშნული ვულკანების პროდუქტიულმა მასამ, როგორც სამკურნალო თვისებების მქონემ, მკვლევართა ყურადღება მათი შესწავლის პირველივე ეტაპზე მიიქცია.
ტიულკი–ტაფას უბანზე, სადაც ცალკეული ვულკანების რაოდენობა 100 მ-დე აღწევს, შემოთავაზებულია გამაჯანსაღებელ - ბალნეოლოგიური კომპლექსის მოწყობა. თიხებისა და ქლორ-ნატრიუმიან-ნავთობიანი წყალხსნარების მედიკამენტოზური თვისებების დაზუსტებისა და სასარგებლო კომპონენტების მარაგების დადგენის მიზნით დაგეგმილია სპეციალიზებული გეოლოგიური ძიებები და მედიკო-ბიოლოგიური დაკვირვებები.
(საინვესტიციო წინადადება შემუშავებულია გეოლოგიური განყოფილების თანამშრომლებთან ერთად)