საქართველოს მოსაპირკეთებელი ქვების წარმოება
წინადადების დახასიათება: |
საქართველოში გამარმარილოებული კირქვისა და ტუფის ბლოკების და ფილების წარმოების ორგანიზება. |
წინადადების დასაბუთება: |
წინადადების მიმზიდველობა იმაშია, რომ საქართველოში ბუნებრივი მოსაპირკეთებელი ქვების ფართო არჩევანია, რომელთაგან ბევრი ჯერ კიდევ შეუსწავლელია. ამავე დროს, მათი ფასი გაცილებით დაბალია ვიდრე მსოფლიოშია მიღებული. საქართველოს გააჩნია აუცილებელი განვითარებული ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები, მომგებიანი გეოგრაფიული მდებარეობა: გასასვლელი შავ ზღვაზე (პორტები: ფოთი და ბათუმი), რაც ხელმისაწვდომია ევროპისა და აზიის ბაზრებისათვის. |
წინადადების რეალიზაცია: |
ბლოკები და ფილები დაიხერხება ადგილზე, ხოლო მათი საბოლოო დამუშავება (გაპრიალება, ზომაზე დაყვანა და ა.შ.) და დასაწყობება მოხდება თბილისში, ვინაიდან კარიარებზე სეზონური პირობების გამო უწყვეტი მუშაობა შეუძლებელია. |
საორიენტაციო ფასი: |
ინვესტიციის სრული ღირებულებაა 2 000 000 ა.შ.შ.დოლ. |
|
|
ნახ.1. გამარმარილოებული კირქვა (ჩობარეთი) |
ნახ.2. ტუფი (ბაზაკლო)
|
|
|
ნახ. 3. ტუფი (ბაზაკლო) |
ნახ. 4. ტუფი (წერაქვი) |
ნახ. 5. 1 – ჩობარეთი, 2 – ბაზაკლო
კარიერი
კარიერის პროდუქციის დახასიათება:
- ბლოკები სავარაუდო ზომები – 2.0x2.0x1.0 მ.
- მასა (საშუალო) – 10 ტ.
- მოსალოდნელი დღიური გამოსავალი – 2 ც ბლოკი ( 20 ტ ).
- გამოსავალი 25 სამუშაო დღეში (შესაძლებელია) – 200 მ3 (500 ტ).
ნახ.6–ზე და ნახ.7–ზე წარმოდგენილია იტალიური მობილური და სტაციონარული მანქანები კარიერზე და საამქროში.
|
|
ნახ.6 |
ნახ.7 |
ჩობარეთის გამარმარილოებული კირქვის საბადო
საბადოს მდებარეობა |
საბადოს დახასიათება |
ბუნებრივი ქვის ფიზიკურ–მექანიკური თვისებები, ქიმიური შემადგენლობა და შესაბამისობა სტანდარტებთან |
საბადო მდებარეობს ახალქალაქის რაიონში 2100–2200მ სიმაღლეზე. საავტომობილი გზის მანძილი საბადოდან ახალქალაქის რკინიგზის სადგურამდე შეადგენს 22 კმ, ბათუმის პორტამდე – 230 კმ. |
წვრილმარცვლოვანი,ერთგვაროვანი, სპილოსძვისფერი მარმარილოსმაგვარი კირქვა. გამოსავალი ნაწილი შეადგენს მთის მასივის 35,2%–ს, უმეტესად მე–4 და მე–5 ჯგუფის. 1მ3 ზომის ქვებიდან გამოსავალი შეადგენს 24,2მ2. მარაგების რაოდენობა A+C1 კატეგორიის, შეადგენს 5 180 ათას მ3. ცალკეული ქვებისა–994 ათას მ3.
|
ბუნებრივი ქვა კარგად მუშავდება. გაპრიალების შემდეგ იძენს გლუვ სარკისებურ ზედაპირს. მოცულობითი მასაა – 2610–2716 კგ/მ3. ხვედრითი წონა – 2730 კგ/მ3. წყალშთანთქმა – 0.22–0.56%. ფორიანობა – 1.11–4.01%. სიმტკიცე კუმშვაზე: მშრალ მდგომარეობაში–536–666 კგ/სმ2, გაყინვა–გალღვობის 25 ციკლის შემდეგ – 428–561 კგ/სმ2. დარბილების კოეფიციენტი – 0.86. აბრაზიულობა – 0.84 – 1.15 გ/სმ.
ქიმიური შემადგენლობა, %:
SiO2 - 0.2-0.91 |
MgO - 0.2-0.4 |
AL2O3 - <0.2 |
MnO - <0,03 |
Fe2O3 - 0.09-0.ll |
Na2O - 0,3 |
FeO - <0.2 |
K2O - 0,3 |
CaO - 54.7-4.9 |
ხ.დ.- 42.92-43.36 |
სინესტე – 0.32–0.4. ბუნებრივი რადიონუკლიოდების შემცველობა ნორმის ფარგლებშია. ბუნებრივი ქვა აკმაყოფილებს გოსტ 9479–98 მოთხოვნებს და შეიძლება გამოყენებული იქნას შენობების როგორც ფასადების, ისე ინტერიერების მოსაპირკეთებლად.
|
ბაზაკლოს ტუფის საბადო
საბადოს მდებარეობა |
საბადოს დახასიათება |
ბუნებრივი ქვის ფიზიკურ–მექანიკური თვისებები, ქიმიური შემადგენლობა და შესაბამისობა სტანდარტებთან |
საბადო მდებარეობს დმანისის რაინში, 67 კმ დაცილებით რაიონული ცენტრიდან, 1500 მ–ის სიმაღლეზე. მანძილი კაზრეთის რკინიგზის სადგურამდე 30 კმ–ია, თბილისის აეროპორტამდე – 110 კმ, ფოთის პორტამდე – 410 კმ. |
შემცხვარი ტუფი სხვადასხვა შეფერილობისაა: მონაცრისფერო–მომწვანო, მოყავისფრო–მოიისფრო, მუქი ყავისფერი და ა.შ.პროდუქციის გამოსავალი მთის მასივიდან შეადგენს 36.5%.
მასიური ქვების მოცულობაა 0.09–დან 12 მ3–მდე.
A-B კატეგორიის მარაგების რაოდენობა შეადგენს 1161 ათას მ3.
|
ბუნებრივი ქვა კარგად მუშავდება. გაპრიალების შემდეგ იძენს გლუვ ზედაპირს. მოცულობითი მასაა –1900–2900 კგ/მ3. წყალშთანთქმა – 1.27–9.20%. ფორიანობა – 0.5–0.6%. სიმტკიცე კუმშვაზე: მშრალ მდგომარეობაში–631–1416 კგ/სმ2, წყალგაჟღენთილ მდგომარეობაში – 573–1387კგ/სმ2, გაყინვა–გალღვობის 25 ციკლის შემდეგ – 505–1369 კგ/სმ2. დარბილების კოეფიციენტი – 0.72–0.96.
ქიმიური შემადგენლობა, %:
SiO2 -64.20-71.80
|
SiO2 -64.20-71.80
|
AI2O3 -12.58-15.91
|
MnO – კვალი - 0.21
|
Fe203 - 1.96- 4.39
|
P2O5 - 0.04-0.05
|
FeO - 0.79- 1.92
|
Na2O - 2.00-3.40
|
TiO2 - 0.46- 0.95
|
K2O - 3.00-3.78
|
CaO - 2.82- 4.36
|
SO3. - არ აღინიშნება
|
ხურებითი დანაკარგი – 0.57–2.50.
ტუფის გამოყენება მიზანშეწონილია როგორც მოსაპირკეთებლად, ასევე სამშენებლო ქვის სახით.
|
საქართველოს მოსაპირკეთებელი ქვების ზოგიერთი ნიმუში:
|
|
ხორითი – გამარმარილოებული კირქვა |
|
|
ბაჯითი – გამარმარილოებული კირქვა |
ჩოლურის მარმარილო |
|
|
მოხოროთუბანი – გამარმარილოებული კირქვა |
|
|
სადახლო – გამარმარილოებული კირქვა |
ბოდბე – გამარმარილოებული კირქვა |
|
|
თივი – გაკვარცებული ქვიშაქვა |
|
|
რიკოთი – გაბრო (რიკოთიტი) |
წიფა – კვარციანი დიორიტი |
|
|
ლოქის მასივი – გრანიტი |
ჯორყვალი – გაბრო–დიაბაზი |
|
|
ცდო – დიაბაზი |
კვაიშურა – გაბრო–დაბაზი |
|
|
აბუდელაური – ვულკანური ბრექჩია |
კობი – ანდეზიტ–დაციტი |
|
|
ვეშათწყარო – დიაბაზი |
ნამონასტრევი – სიენიტი |
|
|
გურიისტყე – გაბრო |
შტალა – გრანიტული მორენა |
|
|
ქვაჩადალა – დიაბაზური ბრექჩია |
|
|
ჭუბერი – მარმარილო |
|
|
საბურღალი– ტუფოლავა |
წინადადების ავტორი: ვაჟა გელეიშვილი, გეოლოგია–მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი,
ოთარ მაჭავარიანი, გეოლოგია–მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი