ნავთობით დაბინძურებული წყლების გამწმენდი სორბენტის წარმოება
ფარავნის საბადოს პერლიტის საფუძველზე (ვიდეო კლიპი)
წინადადების დახასიათება: |
პროექტი ითვალისწინებს ფარავნის საბადოს პერლიტის საფუძველზე ეფექტური სორბენტის მიღებას.
|
წინადადების დასაბუთება: |
დღეისათვის გარემოს დაბინძურების ერთ-ერთ წყაროს ნავთობი და ნავთობპროდუქტები წარმოადგენენ. მათი მოპოვება- გადამუშავების, ტრანსპორტირების მზარდი მასშტაბები კიდევ უფრო ზრდის ზღვების, ოკეანეების, ბუნებრივი და ხელოვნური წყალსაცავების, ჩამდინარე წყლების და ნიადაგების ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით დაბინძურების საშიშროებას.
საქართველო, როგორც ნავთობმომპოვებელი, ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობ ტრანსპორტის ქვეყანა დგას ზემო აღნიშნული პრობლების გადაწყვეტის წინაშე.
წარმოდგენილი სამუშაოს უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს მიერ გამოყენებული იქნება არაორგანული სორბენტი, რომელსაც სხვა სორბენტებთან შედარებით უპირატესობა აქვს. იგი იაფი და არადეფიციტური ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე იქნება მიღებული ასევე იაფი ტექნოლოგიით. პროექტი ითვალისწინებს აგრეთვე ამოღებული ნავთობპერლიტის უტილიზაციასა და რეგენერაციას.
|
წინადადების რეალიზაცია: |
საქართველოში მოქმედებს რამოდენიმე საწარმო, რომელიც აწარმოებს აფუებულ პერლიტს, ძირითადად სამშენებლო დანიშნულებისთვის (შემავსებლები მსუბუქი ბეტონებისთვის, სართულშორისი გადახურვები და სხვ.). პროექტის რეალიზაციისთვის საჭირო იქნება დამატებითი კვანძის აგება ან უკვე მოქმედ პერლიტის საწარმოში ან ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე, სადაც იმის პირობები იქნება, რომ მოხდეს აფუებული პერლიტის თერმო–ქიმიური მოდიფიცირება.
|
წინადადების ავტორი: |
ლეილა მახარაძე, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი. |