|
სსიპ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის (შემდგომში „კომისია“) შემაჯამებელი სხდომის
09.02. 2018 წ. ქ. თბილისი ოქმი № 15
სხდომას ესწრებოდნენ თსუ რექტორის 2017 წლის 20 ნოემბრის № 244/01-01 ბრძანებით შექმნილი კომისიის წევრები: თენგიზ გელეიშვილი (თავმჯდომარე), შალვა გეგია (თავმჯ. მოადგილე), კარლო აქიმიძე (მდივანი), ანზორ აბშილავა, ვახტანგ გვახარია.
დღის წესრიგი:
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის (შემდგომში „ინსტიტუტი“) უფროსი მეცნიერ თანამშრომელთა შერჩევა:
ა) საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის პროცედურები.
ბ) ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსანტების შერჩევა.
მოისმინეს:
კომისიის მდივნის ინფორმაცია, რომელმაც აღნიშნა, რომ კონკურსი გამოცხადებული იყო სხვადასხვა მიმართულებებით შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:
1. მყარი საასარგებლო წიაღისეულის სამეცნიერო–კვლევით განყოფილებაში 0,5 საშტატო ერთეულის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე.
2. ენერგეტიკული რესურსებისა და ახალი ტექნოლოგიების სამეცნიერო–კვლევით განყოფილებაში სრული საშტატო ერთეულის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე.
3. გეოეკოლოგიისა და გამოყენებითი გეოქიმიის სამეცნიერო–კვლევით განყოფილებაში 0,5 საშტატო ერთეულის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე.
4. რეგიონალური გეოლოგიისა და კარტირების სამეცნიერო–კვლევით განყოფილებაში 0,5 საშტატო ერთეულის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე.
5. მინერალური ნედლეულის ეკონომიკისა და სტრატეგიული დაგეგმარების სამეცნიერო–კვლევით განყოფილებაში სრული საშტატო ერთეულის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე.
6. სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრებისა და ჩამდინარე წყლების გაწმენდის სამეცნიერო–კვლევითი განყოფილებაში სრული საშტატო ერთეულის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე.
7. ბიოტექნოლოგიურ სამეცნიერო კვლევით განყოფილებაში სრული საშტატო ერთეულის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე.
8. სილიკატების და სამშენებლო მასალების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევით განყოფილებაში სრული საშტატო ერთეულის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე.
9. საგამოცდო ცენტრ „გეოანალიტიკა“-ში სრული საშტატო ერთეულის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე.
კომისიის სხდომამ დაადგინა:
1. არჩეულ იქნან უფროსი მეცნიერის ვაკანტურ თანამდებობებზე:
1.1. მყარი საასარგებლო წიაღისეულის სამეცნიერო–კვლევით განყოფილებაში - 0,5 საშტატო ერთეულის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე - მირიან გაგნიძე
1.2. ენერგეტიკული რესურსებისა და ახალი ტექნოლოგიების სამეცნიერო–კვლევით განყოფილებაში - სრული საშტატო ერთეულის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე - მაია ჭიჭინაძე
1.3. გეოეკოლოგიისა და გამოყენებითი გეოქიმიის სამეცნიერო–კვლევით განყოფილებაში - 0.5 საშტატო ერთეულის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე - დავით ყუფარაძე
1.4. მინერალური ნედლეულის ეკონომიკისა და სტრატეგიული დაგეგმარების სამეცნიერო–კვლევით განყოფილებაში - სრული საშტატო ერთეულის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე - მანანა ოთარაშვილი.
1.5. სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრებისა და ჩამდინარე წყლების გაწმენდის სამეცნიერო–კვლევითი განყოფილებაში - სრული საშტატო ერთეულის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე - კარინე ხაჩატურიანი.
1.6. ბიოტექნოლოგიურ სამეცნიერო-კვლევით განყოფილებაში - სრული საშტატო ერთეულის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე - ნანული ჩხობაძე.
1.7. სილიკატების და სამშენებლო მასალების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევით განყოფილებაში - სრული საშტატო ერთეულის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე - იოსებ გეჯაძე.
1.8. საგამოცდო ცენტრში “გეოანალიტიკა“ - სრული საშტატო ერთეულის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე - ნათელა ლორია.
2. რეგიონული გეოლოგიისა და კარტირების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე (0,5) კანდიდატი როზალია კოფმანი წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად ვერ აკმაყოფილებს საკონკურსო თანამდებობისათვის განსაზღვრული კრიტერიუმების დამატებით მოთხოვნებს (დანართი 3, „...წესები და ... პირობები“ – „სამეცნიერო კვლევით პროექტებში მონაწილეობა“; მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი).
აღნიშნული გარემოება იძლევა იმის საფუძველს, რომ კონკურსანტი მოიხსნას კონკურსიდან. თუმცა კომისიამ მიიღო რა მხედველობაში მისი დამსახურება ინსტიტუტის საქმიანობაში, მიიღო გადაწყვეტილება ჩაატაროს მასთან გასაუბრება, რაც შესაძლებლობას მისცემდა კონკურსანტს შეევსო ხარვეზი. გასაუბრების დრო დაინიშნა 2018 წლის 9 მარტს 14-00 საათზე (ოქმი # 13, 08.02.18). კანდიდატი დანიშნულ დროს გამოცხადდა კომისიის სხდომაზე, თუმცა ვერ შეძლო ხარვეზის შევსება, რის გამოც ის მოიხსნა კონკურსიდან (ოქმი # 14, 09.02.18).
ვაკანტური დარჩა ერთი (0,5) უფროსი მეცნიერ თანამშრომლის საშტატო ერთეული.
კომისიის თავმჯდომარე თ. გელეიშვილი
კომ. თავმჯდომარის მოადგილე შ. გეგია
კომისიის მდივანი კ. აქიმიძე
კომისიის წევრები: ა. აბშილავა
ვ. გვახარია.
|
|