|
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
დამოუკიდებელი სამეცნიერო ერთეულის, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის
მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის თსუ წესდების შესაბამისად
შექმნილი სამეცნიერო საბჭო სხდომა
ქ.თბილისი, 08.12.2017 ოქმი № 15
სხდომას ესწრებოდნენ: დავით არევაძე, ვაჟა გელეიშვილი, ნესტან გეგია, გულნარა თოდრაძე, მურმან კვინიკაძე, შალვა მალაშხია, ნოდარ რჩეულიშვილი, ასლან სულაძე, ელენე შაფაქიძე.
სხდომამ აირჩია სხდომის თავმჯდომარე და მდივანი:
სხდომის თავმჯდომარედ ბატ. ასლან სულაძე, მდივნად ქ-ნი ნესტან გეგია.
დღის წესრიგი: სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი კვლევითი ერთეულის, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურის შერჩევა.
მოისმინეს: დირექტორის კანდიდატურის შესარჩევი სამეცნიერო საბჭოს სამდივნოს (გ. თოდრაძე, მ. კვინიკაძე, ე. შაფაქიძე) ინფორმაცია. სამდივნომ სხდომას მოახსენა, ინსტიტუტის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო ერთმა კანდიდატმა, ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ბატონმა რევაზ კვატაშიძემ, რომლის ასაკი (61 წელი) დადგენილ ზღვარს არ არის გადაცილებული. იგი აკმაყოფილებს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი კვლევითი ერთეულის, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის კანდიდატურის შერცევის წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ და ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომლისათვის (ვადიანი) დადგენილ მოთხოვნებს, რაც გათვალისწინებულია თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის № 63/2017 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 23 ივნისის № 3 სხდომის ოქმით დამტკიცებული „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით“ და და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით და „საკონკურსო თანამდებობებისათვის განსაზღვრული კრიტერიუმები ინსტიტუტების და სამეცნიერო თანამდებობების მიხედვით“ მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით.
კანდიდატი აკმაყოფილებს აღნიშნული წესების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ
- აქვს სამეცნიერო დაწესებულების ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 10 წლის გამოცდილება;
- საერთაშორისო და ადგილობრივი 5 სამეცნიერო ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელობის გამოცდილება;
-აქვს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 2- წლიანი გამოცდილება; სხვა ხელმძრვანელ თანამდებობაზე მუშაობის 11 წლის გამოცდილება.
გაიმართა კენჭისყრა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა. ბატონი რევაზ კვატაშიძის კანდიდატურას ხმა მისცა საბჭოს ყველა წევრმა (9), წინააღმდეგი - 0.
სხდომამ დაადგინა: არჩეულ იქნას სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი კვლევითი ერთეულის, ალექსანდრე თვალჭრლეიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორად 5 წლის ვადით და ენერგეტიკული რესურსებისა და ახალი ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილებაში მთავარ მეცნიერ თანამშრომლად 10 წლის ვადით რევაზ კვატაშიძე.
თავმჯდომარე ასლან სულაძე
მდივანი ნესტან გეგია
|
|