მთავარი გვერდი ჩვენს შესახებ პროექტები განყოფილებები ინვესტიციები გალერეა კონტაქტი      
2017-07-01
შესწავლილი იქნა ტრაქიტის ბიოგადამუშავებით მიღებული ხსნარებიდან კალიუმის ამოწვილვის შესაძლებლობები ცეოლითების გამოყენებით. დადგენილი იქნა ცეოლითების მოდიფიცირების შესაძლო ვარიანტები და მათი ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლები. მიღებული იქნა მათი სხვადასხვა სახეობა. განხორციელდა ცეოლითებზე კალიუმის შემცველი ხსნარის ადსორბცია და შესწავლილი იქნა პროლონგირებული სასუქების მიღებისათვის აუცილებელი ფაქტორების ერთიანობა, ასევე ტრაქიტის როგორც ნედლეულის ბაქტერიული გამდიდრების შესაძლებლობები და შესაბამისი რეჟიმები. შემუშავებული იქნა პროლონგირებული კალიუმიანი ბიოსასუქის მიღების ტექნოლოგიური სქემა.